"წლის ბოლომდე ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება" - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 17:54, 04 Jun, 2018     947

„რამდენიმე წლის მანძილზე პირველად გვესტუმრა სერტიფიცირებული სავაჭრო მისია გაერთიანებული სამეფოდან. მინდა, მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი სავაჭრო საკითხებში ბატონი მარკ პრიტჩარდი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს ეს შეხვედრა შედგა,” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნული მისიის შემადგენლობაში წამყვანი ბრიტანული ბიზნესსექტორების წარმომადგენლები შედიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე რეფორმებისა და შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გარდა ამისა, ბრიტანელმა სტუმრებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ასეთი სერტიფიცირებული სავაჭრო მისიები, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ისევე როგორც ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, წლის ბოლომდე ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ტექნიკური კონსულტაციები დაიწყება, რომ მომზადდეს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რადგან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის წყვეტა არ მოხდეს.

გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის ვიზიტის მიზანია ბრიტანელ და ქართველ ბიზნესებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიც არის პროფესიული და ფინანსური სერვისები, განახლებადი ენერგიის წყაროები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ბიზნეს დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42