მოძღვარს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ
საზოგადოება - 21:11, 15 Aug, 2013     1318

„12 აგვისტოს პროკურატურის გამომძიებელი დაუკავშირდა ჩემს მეგობარს, მურად გაბუნიას და მოითხოვა ჩემი ტელეფონის ნომერი, იმის გამო რომ მე ვიყავი ცხვარიჭამიაში, მონასტერში, ჩემთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მოგვიანებით დამიკავშირდა ჩემი მეგობარი და მითხრა, რომ პროკურატურაში მიბარებდნენ. 13 აგვისტოს გამოვცხადდი ქალაქის პროკურატურაში, სადაც დამხვდა გამომძიებელი კახა ჯუბაძე, სამუშაო ოთახში იყვნენ სხვა გამომძიებლებიც, დაახლოებით ოთხი პირი, შედგა ჩვენი საუბარი.

 


ისინი ჩემი მხრიდან ჩვენების მიცემას ითხოვდნენ, უშუალოდ ჩვენება შეეხებოდა, აფციაური, ღაჭავა, ალანიასა და ბიბილურიძის სასჯელის მოხდის პერიოდს, ჩვენების მიცემის პერიოდში ისინი ითხოვდნენ არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა ბაჩო ახალაიას, ითხოვდნენ ცრუ ჩვენებას, ეს ფაქტები საბოლოო ჯამში ბაჩო ახალაიას დააზარალებდა.

 


ოთხი გამომძიებელი სხვადასხვა კითხვებით ზემოქმედებდნენ ჩემზე, შემდეგ გამიყვანეს სხვა ოთახში, სადაც ამ ჯგუფის უფროსმა პირდაპირ მუქარით მითხრა, რომ თუ არ მოხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის შვიდი თანამშრომლის დაპატიმრება, მათ შორის ჩემიც.

 


ცრუ ჩვენებას მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ 12 საათის განმავლობაში ერთ ოთახში ყოფნა და 5 ადამიანის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემთვის იყო დამღლელი. ამ ჩვენებით მათ სურდათ ისეთი ფაქტების დადასტურება ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, რომელიც არ ყოფილა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42