პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილს მიეცა გონივრული ვადა არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და დამნაშავეების დასაჯელად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქციები:
„ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, თუ ჩვენ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები ცხადია იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, მიეცა გონივრული ვადა, დაახლოებით 10-14 დღე“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გიორგი კვირიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში, რომელსაც ესწრებოდა ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები






