ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია გაიხსნა
პოლიტიკა - 16:29, 04 Jun, 2018     1027
დღეს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ (SNGP) დაიწყო. კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა დენის მერსიემ, ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ბულგარეთის საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლია SNGP-ის სტრუქტურას, ორგანიზაციასა და განხორციელების მექანიზმებს გახდეს განმეორებითი მოდელი ნატო-ს სხვა „თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის“ (DCB) ინიციატივებში. სასურველი შედეგის მიღწევა მოითხოვს, როგორც ჰოლისტიკურ და უწყებათაშორის მიდგომას, ასევე, ნატო-ს სტრუქტურების, მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ ენერგიულ და სრულფასოვან ჩართულობას.

კონფერენციის ფარგლებში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის შედეგებსა და გაწეულ სამუშაოებზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებს განიხილავენ როგორიცაა: საქართველოს სტრატეგიული და ოპერატიული პროგრამების ურთიერთთავსებადობა როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან; ტოტალური თავდაცვის კონცეფცია; ადამიანური, ორგანიზაციული, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო რესურსები.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო ბულგარეთის საელჩოს მიმართ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის. „დღეს ჩვენ პროგრესის გზაზე ვდგავართ. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ნატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ცერემონიალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან, გენერალმა დენის მერსიესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად პანელში „საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებსა და ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გავლენა“ მიიღო მონაწილეობა. პანელს ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა მოდერატორობდა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებზე აქტიური მსჯელობა და მიმდინარე პროცესების შეფასება გასულ წელს დაიწყო, როცა „SNGP-ის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა“ გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევა, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილება იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42