საქართველოს ბანკის პარტნიორობით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია Welcome to Georgia! გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:38, 04 Jun, 2018     1538
საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის პარტნიორობით სასტუმრო „ბილტმორში“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნეს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, ქართულ ბიზნესსექტორში არსებული სიახლეების გაზიარების შესაძლებლობა. კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებს.

კონფერენციის სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები. ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა გააკეთეს პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთოების შესახებ. აგრეთვე, ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე ტურიზმის სფეროში. ამასთან, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორებმა აუდიტორიას გააცნეს პროექტში მიმდინარე სიახლეები, კერძოდ, ახალი ჟიურის შემადგენლობა და ახალი ნომინაციები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 400-ზე მეტი სტუმარი ტურიზმის ინდუსტრიის, ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პროექტის თანადამფუძნებელმა/მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, ასევე, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. სპიკერებმა ისაუბრეს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ჩართული კომპანიების მნიშვნელობაზე. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოები“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42