EuroDIG 2018-ის ფარგლებში საქართველოში ICT კლასტერის შექმნის პროექტის პრეზენტაცია იმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:51, 04 Jun, 2018     1279

თბილისში დღეიდან ფორუმი EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ იმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მასში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან.

EuroDIG 2018 თბილისში 4-6 ივნისს სასტუმრო „რუმსში“ იმართება, ფორუმი ოფიციალურად 5 ივნისს გაიხსნება, ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე პანელი და საპანელო დისკუსია, მათ შორის - საქართველოში ICT კლასტერის შექმნის პროექტის პრეზენტაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ICT კლასტერების განვითარების პროექტი ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს და მასში შემავალი სააგენტოების - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების და „აწარმოე საქართველოში“ მიერ GIZ-ს მხარდაჭერით. „კლასტერების განვითარება ტექნოლოგიებისა და IT-ს მიმართულებით მნიშვნელოვანია, ეს იმის საფუძველია, რომ მოხდეს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და ქართული კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები იყვნენ. კლასტერი არის რამდენიმე ჯგუფის, სხვადასხვა კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის არეალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, რომ ერთდროულად მიაწოდონ ის სერვისები, რომლებიც თავად არ გააჩნიათ. კლასტერების ჩამოყალიბებაში გვეხმარება GIZ, რომელიც ახორციელებს პროგრამას, მას ქვეკონსულტატებად ჰყავს ესტონეთის ICT კლასტერის ჯგუფი, რომელიც მთავარი მონაწილე მხარეა, ასევე გერმანიის და ავსტრიის შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ICT კლასტერების პროგრამა გულისხმობს მათი განვითარების კუთხით პოლიტიკის ჩამოყალიბებას. „უკვე შერჩეულია რამდენიმე დარგი და პარალელურ რეჟიმში მოხდება ამ დარგში მოღვაწე კომპანიების როგორც ტექნიკური მზაობის ამაღლება, ისე თავად მათი და მათი პოტენციალის დაკავშირება“, - აღნიშნა მან.

პირველ ეტაპზე მოხდება საქართველოში კლასტერების ჩამოყალიბების მიმართულებით პოლიტიკის გაწერა, მეორე ეტაპზე კი მათი ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს, რომ ყველა IT კომპანიას შეეძლება კლასტერით სარგებლობა, მათ ხელში არსებული ინფორმაციის თუ სერვისების გაცვლა-გაზიარება. ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ყუბუსიძის განმარტებით, ბიზნესის განვითარების მიმართულებით ICT კლასტერების განვითარება დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია. „ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა პოლიტიკის შემუშავებაზე, პარალელურად კლასტერების გამოყალიბებაზე ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის ნაწილში, უკვე შერჩეულია რამდენიმე კომპანია, რომელსაც ჩვენ GIZ-თან ერთად დავეხმარებით, რომ მათ შეძლონ თავიანთი პროდუქტის გატანა საზღვარგარეთ ელექტრონული კომერციის გზით“, - აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42