თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 04 Jun, 2018     3303

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად თორნიკე გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ამ პოზიციაზე გოგიჩაიშვილმა ვანო ბალიაშვილი შეცვალა, რომელიც თიბისი ბანკში თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ საქმიანობას უკვე სხვა სექტორში გააგრძელებს.

თორნიკე გოგიჩაიშვილს ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ის საქართველოს ბანკში ოპერაციების მართვის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, გოგიჩაიშვილს სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია ეკავა BGEO ჯგუფში. თორნიკე გოგიჩაიშილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ფლობს ოქსფორდის ბიზნესსკოლისა (Executive Diploma in Strategy and Innovation) და კავკასიის ბიზნესსკოლის (MBA) ხარისხს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვანო ბალიაშვილს იმ თავდაუზოგავი შრომისა და შედეგებისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში გასწია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მისი წვლილი 2015 წელს, ბანკ კონსტანტსა და 2017 წელს, ბანკ რესპუბლიკას თიბისი ბანკთან შერწყმის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ მას სამომავლო საქმიანობაში. აქვე მინდა თორნიკე გოგიჩაიშვილს მივულოცო თიბისი ბანკის გუნდში შემოერთება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ფასეული შენაძენი იქნება თიბისის გუნდისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის ზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვანო ბალიაშვილი თიბისი ბანკში 1999 წლიდან სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 2010 წლიდან დღემდე ის თიბისი ბანკის ოპერაციის მართვის დირექტორად მუშაობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42