ცოტნე გამსახურდია - სიკვდილის შემდეგ პომპეზური ღონისძიებები და პატივგება დიდ რამედ არ მიმაჩნია
საზოგადოება - 17:59, 15 Aug, 2013     755

"მივესალმები ამ ინიციატივას და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პირველ რიგში საზოგადოებისათვის არის აუცილებელი, რომ სწორად შეაფასოს წარსული და ყველაფერს თავის სახელი დაარქვას. ეს არც მის ოჯახს სჭირდება და მით უმეტეს, არც მიცვალებულს. ასევე, ეს სწორ გზას და მიმართულებას აჩვენებს მომავალ თაობებს.


პირადად მე სიკვდილის შემდეგ პომპეზური ღონისძიებები და პატივგება დიდ რამედ არ მიმაჩნია. სხვათა შორის, ასე ფიქრობდა გარდაცვლილიც...გაგიკვირდებათ და მისი გადმოსვენების დროს ჩემთვის სულ ერთი იყო, სად დაასაფლავებდნენ და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც პატრიარქს: განა ადამიანის ღვაწლი მხოლოდ მემორიალებით ფასდება? რამდენი ღირსეული ადამიანის და გმირის არათუ საფლავი, სახელიც არ ვიცით!.არ მგონია, რომ მათ ამით დააკლდათ რამე...


ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვთვლი, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება იმდროინდელი მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. რათა კარგსა და ცუდს სახელი დაერქვას და გაიგოს საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ვის რა წვლილი მიუძღვის ისტორიაში.


შეფასებაში აბსოლუტურად არ ვგულისხმობ თუნდაც მამაჩემის აპოლოგიას ან რაღაც ცალმხრივ რიტორიკას. დაე, საზოგადოებრივმა კომისიამ დაადგინოს, რა იყო მისი ეპოქალური მიღწევა თუ შეცდომა, რა გააკეთა და რა - ვერ შეძლო.
ეს არ ნიშნავს არც კუდიანებზე ნადირობას და არც მოწინააღმდეგეების დაგმობას. არაა აუცილებელი ვინმეს ყველაფერში ეთანხმებოდე, მით უმეტეს, ხელისუფალს. მე არაერთი მეგობარი მყავს, რომლებიც განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ იმ დროს ან სულაც კრიტიკულები იყვნენ მამაჩემის მიმართ. განსხვავებული აზრი - ადამიანის ძირითადი უფლებაა და არაფერი ამართლებს მის შეზღუდვას! მაგრამ ერთია, როცა ეს ადამიანი ამ აზრს ცივილიზებულად და არგუმენტირებულად გამოხატავს და მეორე, როცა ძალადობით და არაადამიანობით ამკვიდრებს თავის ხედვას, რომლის უკანაც ხშირად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და ანგარება დგას.


მოკლედ, განსხვავებული, თუნდაც მცდარი აზრი არ უნდა გახდეს ადამიანის დაგმობის და განკითხვის საფუძველი. მაგრამ, აბსურდია, როცა ერთის მხრივ ესოდენ პატივს მიაგებ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, და ამავე დროს პერიოდულად ნაძირალა სიგუა და კიტოვანი გვმოძღვრავენ საინფორმაციო საშუალებებით, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე ალბათ მხოლოდ ჩვენში შეიძლება მოხდეს: აქ ხომ არასდროს არსებობდა მკაფიო მორალური კრიტერიუმები და ორიენტირები! აქ ხომ ყველა ყველას აგინებს, მაგრამ ყველა ყველას "ახლობელია"; აქ ხომ ცუდი კარგია და კარგი ცუდი, გააჩნია საქმეს როგორ სჭირდება; აქ ხომ "...и нашим, и вашим"...


პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას, ვისაც კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის , სიცოცხლის, საკუთრების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიუძღვის შეგნებული, მძიმე დანაშაული. სხვანაირად, ამ ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია!" - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42