,,რეფორმატორთა კლუბის" ექსპერეტი ირაკლი კობიძე ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში ახალი ინიციატივის შესახებ საუბრობს, რომელიც სასჯელის ალტერნატიულ ფორმას - შინაპატიმრობას გულისხმობს, სადაც მსჯავრდებულის რესოციალიზაციაზე სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს დამნაშავის ოჯახი და საზოგადოება.
_,,რეფორმატორთა კლუბი" საუბრობს სასჯელის ალტერნატიულ ფორმაზე, რომელიც გულისხმობს შინაპატიმრობას, რა იყო თქვენი მთავარი მოტივი, რის გამოც აყენებთ ამ ინიციატივას?
_სანამ ჩვენ მოტივებზე ვისაუბრებთ, მოდით შევეხოთ უცხოურ გამოცდილებას, ეს არის აპრობირებული და მრავალწლოვანი ტრადიცია, აქ არ იგულისხმება ისეთი ტიპის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, ტერორიზმი, ადმიანებით ვაჭრობა, მაგრამ არსებობს არცთუ ისე მძიმე დანაშაულები, სადაც სახელმწიფო არ თვლის საჭიროდ, მათ შორის საქართველოშიც, გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა და მიიჩნევს, რომ დაენიშნოს დამნაშავეს შედარებით ლიბერალური სასჯელი. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ მიგვაჩნია საჭიროდ სისხლის სამართლის კოდექსში ამ ტიპის სასჯელის შეტანა: ყველაზე გავრცელებული სასჯელები საქართველოში არის თავისუფლების აღკვეთა, გავრცელებული ფორმაა საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფარგლებში ჯარიმა, ასევე პირობითი მსჯავრი და თქვენ გახსოვთ ალბათ 2010-2011 წლებში დაინერგა ისეთი სასჯელები, როგორიცაა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, ასევე ვადამდე ადრე გათავისუფლება, პრობაციის სისტემამ მაშინ განიცადა, ჩემის აზრით, პროგრესული ზრდა და ძალიან კარგი გამოცდილება აჩვენა. ასევე შემოვიდა განდიდება და მედიაცია, როდესაც დამნაშავე სრულიად თავისუფლდება სასჯელისგან და გარკვეულ ვალდებულებებს ასრულებს კონკრეტულ პერიოდში. მაგრამ ბოლო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ცვილებები და იგივე მოიხსნა შეკრებითობა, ჩვენ მაინც ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ აშკარად უფრო დაძაბული კრიმინოგენული ფონია, მათ შორის დედაქალაქში, სტატისტიკის გარდა, ეს ჩანს, მათ შორის, მედიაშიც.
ცივილიზებულ ქვეყნებში, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან, კატეგროიულად აირკძალა სასჯელის გამოყენება, როგორც სამაგიეროს გადახდის ფორმა. განვითარებული ქვეყნების მთავარი ფუნქცია არის დამნაშავის გამოსწორება და სამართლიანობის აღდგენა.
სახელმწოფოს ვალდებულებაა დანაშუალის მიმართ სწარაფი და ეფექტური რეაგირება, გამოიძიოს და დამანაშავეს შეეფრდოს სასჯელი, მაგრამ მეორეს მხრივ, არის ცოტა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა, როდესაც სასწორზე დევს უკვე მეორე მხარე - დანაშაულის ჩამდენის კანონიერი ინეტერსები იქნას დაცული, მისი მიმართ იქნას ისეთი ღონისძიება გატარებული, რომელიც უზრუნველყოფს მის დაბრუნებას საზოგადოებაში და მშვიდობიან გარმოეში, იმისათვის, რომ შედგეს ნორმალურ პიროვნებად, ეს არის ზოგადი პოსტულატი, რომელიც დაინერგა მას შემდეგ, რაც მოხდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის გამოცხადება, როცა საუბარი იყო, რომ სასჯელი აღარ არის სამაგიეროს მიზღვევა, სასჯელი არის დამნაშავის გამოსწორება, ამის შემდეგ უკვე ვარიაციები კონკრეტული სასჯელებისა, გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიიდან.
ჩვენ თუ ვსაუბრობთ დამნაშავის გამოსწორებაზე, ანუ იგივე რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაზე, საქართველოს რეალობიდან, მოსახლოების სოციალური განვითარების დონიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება და განსაკუთრებით ფოკუისრება უნდა გაკეთდეს 18 წლამდე, ანუ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ, არ გამოვიყენოთ თავისუფლების აღკვეთა და დავნეგროთ ისეთი ფორმა, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთის მსგავსი, როცა დამნაშავე ამ ვადას იხდის შინაპატიმრობის სახით, ანუ საკთარ სახლში, ოჯახის წევრებთან.
ჩვენ ჩამოვთვალეთ საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებული სასჯელები, თუკი სასამართლო ჩათვლიდა, რომ სასჯელი არ იყო ადექვატური მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა, მას უნიშნავდნენ ჯარიმას. ჯარიმაც, შესაძლოა, კონკრეტული პიროვნების მიმართ არ იყოს ადექვატური მისი ეკონომიკური საშუალებებიდან გამომდინარე. ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როცა სასამართლო ადამიანს დაუნიშნავდა სასჯელს ჯარიმის სახით და იგი ვერ იხდიდა, შემდეგ ხდებოდა გამკაცრება სასჯელის და იჩაგრებოდა ერთის მხრივ დამნაშავე და მეორეს მხრივ, თავად, სახელმწიფო რჩებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში, რადგან არსებობდა საკანონმდებლო ვაკუუმი.
შინაპატიმრობის დროს ადამიანის თავისუფლად გადაადგილება არის აშკარად შეზღუდული, მაგრამ იგი, განსაკუთრებით არასრულწლოვანი, იხდის ამას არა სარეჟიმო ობიექტზე, სადაც პატიმრები სასჯელს იხდიან და რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს, არამედ ჩვენ ვთავაზობთ კანონმდებლებს ცვლილებას, რომ ასეთი ტიპის ნაკლებად დამნაშავეებს, რომლების წარსულში არ არიან ნასამართლევები, გრკვეული ინდივიდუალური საკითხების გათვალსიწინებით, ეს სასჯელი მოახდევინოს სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში.
_თქვენ ახსენეთ გამძაფრებული კრიმინოგენული ვითრება, ამ ფონზე რამდენად მიიღებს ამას ჩვენი საზოგადოება?
_ჩვენ თუ ვსაუბრობთ კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესების პრევენციასა და ზოგადად ადამაინის ნორმლური სოციალური ცხოვრებისაკენ შემობრუნებაზე, უნდა ამოვიდეთ სასჯელის მიზნებისაგან, რომელსაც წარმოადგენს ადამიანის გამოსწორება, ანუ რესოციალიზაცია. განსაკუთრებით მცირეწლოვანი ადამიანი, რომლის ფსიქიკაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მისთვის სასჯელაღსრულების გარემო, შეიძლება გახდეს ასოციალიზაციის განმაპირობებელი, როცა ის დატოვებს უკვე დაწესებულებას. იმასაც აღვნიშნავს, რომ ამ მხრივ ძალიან პროგრესული ნაბიჯები იქნა გადადგმული, მაგრამ სახელმწიფოს უხდება დიდი რესურსის ხარჯვა შემდგომში, რომ ადამიანი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.
შინაპატიმრობის შემთხვევაში ადამიანი არ წყდება ნორმალურ ცხოვრებას, იგი ოჯახის წევრებთთან ერთად თანაცოხვრების პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს შეზღუდული, მაინც ინარჩუნებს სოციალურ თვისებებს. შინაპატიმრობის ვადის დამთავრების შემდეგ, მისთვის აღარ არის საჭირო დამატებითი ძალისხმევა და სახელმწიფოს მხრიდან რესურსების ხარჯვა, რომ ის ისევ და ისევ რეინტეგრირდეს საზოგადოებაში.
_თქვენი ინიციატივის თანახმად, თავად შინაპატიმრობა იყოფა სიმკაცრის მიხედვით, თუ ეს არის ერთი მოდელი?
_ამ მხრივაც შინაპატიმრობაში არსებობს გარკვეული განსხვავებული მოდელები სიმკაცრის მიხედვით. ანუ ყველაზე მკაცრი ტიპის არის აბსოლუტური შინაპატიმრობა, როცა ადამიანს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, უბრალოდ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი მიდრეკილებებიდან გამომდინარე, სასამართლომ შეიძლება ჩათვალოს, რომ მას საერთოდ აეკრძალოს გარკვეული ვადის პერიოდში სახლიდან გასვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, მაგალითად გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობის შემთხვევა. შედარებით იოლი ფორმა არის შენაპატიმრობა გარკვეული უფლებრივი შეზღუდვებით, ამ დროს ადამიანს უფლება აქვს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე იმუშავეს ეს ეფექტურად, რომ მან იაროს რეგულარულად სკოლაში, იაროს მაგალითად სასულიერო დაწესებულებაში, რომელიც მასზე დიდი ალბათობით მოახდენს დადებით ზეგავლენას. არსებობს ყველაზე მსუბუქი ფრომა შინაპატიმრობისა, რომელიც ხშირად გამოიყენება, ეს არის შინაპატიმრობა ყოველგვარი შეთქმულების გარეშე, უბრალოდ სასამართლო ადგენს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ადამიანის პიროვნებიდან გამომდინარე, იგი არ უნდა გავიდეს სახლიდან, მაგალითად, საღამოს 9 საათიდან დილის 9 სათამდე ის ვალდებულია, იყოს სახლში, ეს არის ყველაზე მსუბუქი ფორმა.
_როგორ ხდება კონროლი შინაპატიმრობის დაცვისათვის, ანუ როგორ უნდა გაკონტროლდეს პიროვნება არის სახლში თუ ის დადის თავისუფლად და არღვევს შინაპატიმრობის წესს?
_ერთის ხმრივ ეს არის და ალბათ, მთავარი რაც უნდა გააკეთოს ჩვენმა სხელმწიფომ, ე.წ. ელექტრონული თვალყურის დევნების სისტემა. როგორც წესი, უცხოეთში მსჯავრდებულს მუდმივად უკეთია ხელზე ან ფეხზე ე.წ. ელექტო სამაჯური და სახლში დამონტაჟებულია სპეციალური ელექტრომოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს პიროვნება როდის ტოვებს შინაპატიმრობის ადგილს, როდის ბრუნდება და ა.შ. ეს იმისათვის, რომ კონტროლისთვის ადამიანური რსურსების ჩარევის ნაკლები საჭიროება იყოს. როგორც წესი, ელექტრონული თვალყურის დევნებას აწარმოებს ამერიკის შეერტებულ შტატებში პრობაციის სააგენოები და პრობაციის ადგილობრივი დანაყოფები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პრობაციის ოფიცერმა მიაკითხოს სახლში და ვთქვათ, შეამოწმოს და გაესაუბროს, ეს უბრალოდ იქნება სახელწმიფოს მხრიდან წინგადადდგმული ნაბიჯი ადამიანთან დაახლოების კუთხით, ვინაიდან სახელმწიფოს მიზანი არის სასჯელმისჯილი ადამინის არა დათრგუნვა, არამედ პირიქით, კარგი გაგებით გადმობირება და ჩართვა საზოაგადოებრივ საქმიანობაში.
ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარეს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ბენეფიტებს მიიღებს სახელმწიფო ამ მხრივ, პირველ შემთხვევაში დაიზოგება ხარჯები საპატიმროებში მოთავსებული ადამიანიების შენახვისაგან, რაც ძალიან დიდია და მე ვფიქრობ, ამ ხარჯების გამოთავისუფლების შემდგომ, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება შედეგიანი სოციალური პროექტები განახორიცელოს, მეორეს მხრივ, ეს იქნება სასამართლოსთვის ჩიხიდან გამოსვლის საშუალება, როცა ვერ უსჯის ადექვატურ სასჯელს და ასევე ღარიბ ადამიანებს არ დაუნიშნავენ ჯარიმას, სასჯელი გახდება უფრო ადექვატური, და მესამეს მხრივ, ეს ეხება განსაკუთრებით არასრულწლოვნებს, არამარტო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დგება, არამედ იმ ადამიანების დავალდებულების, რომლებიც ეწევიან თანაცხოვრებას არასრულწლოვანთან, ისინი უზრუნველყოფენ შინაპატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ქცევას, მაგალითად ისეთი შინაპატიმრობა, როცა მოსწავლეს აქვს უფლება იაროს სკოლაში, იაროს სასულიერო დაწესებულებებში, აქ მშობელი იღებს პასუხისმგებლობას და სასჯელის აღსრულების პროცესში, სახელწმიფოსთან ერთად, ადგილი აქვს საზოგადოების უფრო მეტად ჩართვას. ეს არის გარკვეული ტიპის კონსენსუსი სახელმწიფოსა და ოჯახს შორის. თუკი მსაჯვრდებული დაწესებულ გრაფიკს შეასრულებს ზედმიწევნთ კარგად, მას შეიძლება შეუმსუბუქდეს სასჯელი, ან სხვა ტიპის წამახალისებელი ზომები იქნას მიღებული. ანალოგიურად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის დროს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, შესაბამისი ზომები განახორციელოს.
_დაახლოებით რა პროცენტი შეიძლება მოიცვას სასჯელის ამ მეთოდმა?
_რა თქმა უნდა, არ შეიძლება შინაპატიმრობა გავრცელდეს ისეთი მძიმე ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, გატაცება და ა.შ. ეს შეიძლება გავრცელდეს ისეთ ნაკლებად მძიმე დანაშუალზე, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, ძალადობის ელემენტების გარეშე, როგორიცააა სხეულის ნაკლებად მძიე დაზიანება, რომელიც არ წარმოშობს საზოგადოების მოთხოვნილებას იმაზე, რომ ადამიანი გინდა თუ არა იყოს თავისუფლება აღკვეთილი და იზოლირებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ უფარდებენ შინაპატიმრობას და იტოვებენ სკოლაში სიარულის უფლებას, სასამართლოს შეუძლია გამოსცეს სპეციალური აკრძალვები, მაგალითად თუ არასრულწლოვანი მიდრეკილია, რომ სუპერმარკეტიდან უნდა მოპაროს გარკვეული ნივთები, მაგალითად მას აეკრძალება ამ სუპერმარკეტში შესვლა, ან გარკევულ მანძილზე მის სიახლოვეს სიარული, ეს კონტროლდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით და გარკვეულწილად იმ გარემოს წყვეტენ, რა გარემომაც მას ხელი შეუწყო, ჩაედინა კონკრეტული წვრილმანი თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული.
_ეს უნდა ვრცელდებოდეს ყველა ნაკლებად მძიმე დანაშუალზე და იმგვარზე, რაზეც თქვენ საუბრობდით, თუ ეს კონკრეტულად მოსამართლეზე იქნება დამოკიდებული, რა შემთხვევაში გამოიყენებს სასჯელის ამ ფორმას?
_რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამართლეზე დამოკიდებული, შესაძლოა მან ყველა ამ ტიპის დანაშაულზე არ გამოიყენოს შინაპატირმობა, გააჩნია დანაშაულის ჩადნისას როგორ ჰქონდა შეგნებული, უამრავი დეტალია, რაც ირკვევა სასამართლო განხილვის ეტაპზე და შემდგომ ამის მიხედვით ხდება კონკრეტული სასჯელის დანიშვნა გამტყუნების შემთხვევაში. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ კანონმდებლობამ ყურადიღოს ეს და საკანონმდებლო ცვლილება განახორიცელოს და მეორეს მხრივ, უნდა იყოს ამ იდეის წახალისება, მოსამართლე დამოუკიდებელია და ზეწოლას ვერავინ განახორიცელებს, მაგრამ შეიძლება ტარდებოდეს სასწავლო სემინარები, ანუ მოხდეს იდეის პოპულარიზაცია, მოხდეს განხილვა ექსპერტებთან, ჩვენ რომლებიც წარმოვადგენთ ამ იდეას, მზად ვართ, რომ საექსპერტო დისკუსიებში მივიღოთ მონაწილეობა, დარწმუნებული ვართ, დაუჭერენ მხარს. ,,რეფორმატორთა კლუბი" ვმუშაოვბთ ამ იდეაზე და მზად ვართ, ნებისმიერი კრიტიკისთვის, მზად ვართ, შევთავაზოთ მთავრობას, პარლამენტს და გავიზიაროთ როგორც მათი, ასევე საზოგადოების მოსაზრებებიც.
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






