ირმა ინაშვილი - "sos! sos! sos! ნოდარ გოგატიშვილი დაჭრეს
საზოგადოება - 15:15, 15 Aug, 2013     1922



"sos! sos! sos! ნოდარ გოგატიშვილი დაჭრეს

 

ყოფილ პატიმარს, ნოდარ გოგატიშვილს, რომელმაც 2013 წლის 11 აგვისტოს „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში გაახმაურა მისი გაუპატიურებისა და წამების ფაქტი და დაასახელმა დანაშაულში მონაწილე პირების გვარები, გუშინ თავს დაესხნენ.

 

დაზარალებულის გადმოცემით, მას დიდუბის ხიდთან მიუახლოვდა შავი ფერის ავტომანქანა, საიდანაც ცეცხლსასაროლი იარაღით ფეხებში ესროლეს. გოგატიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დაზარალებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გოგატიშვილი თბილისიდან ქალაქგარეთ გაემგზავრა.

 

2013 წლის 12 აგვისტოს ნოდარ გოგატიშვილი თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის თანხლებით გამოცხადდა და გამომძიებელს შეხვდა, რომელსაც მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენება მისცა.

 

გოგატიშვილმა პროკურატურას იმის შესახებაც აცნობა, რომ „ობიექტივის“ ეთერში გამოსვლის შემდეგ, მას ტელეფონით( დახურული ნომრით) დაურეკა ქალბატონმა, რომელიც ემუქრება. გოგატიშვილის დაჭრამდე სატელეფონო მუქარა მასზე რამდენჯერმე განხორციელდა.

 


დაზარალებული მომხდარ თავდასხმაში იმ პირების კვალს ხედავს, რომელთა გვარებიც საჯაროდ დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ციხის ცნობილი ჯალათი გოგა ბუთლიაშვილია, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 


ნოდარ გოგატიშვილმა "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაახმაურა. მან განაცხადა, რომ 2011 წელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში ციხის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა იატაკის ჯოხით გააუპატიურეს, შემდეგ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არალეგალურად მოათავსეს და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს", - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42