მარსის პირველ კოლონისტებს სექსი არ ექნებათ
ეს საინტერესოა - 20:49, 30 May, 2018     4603

მარსის კოლონიზაციის პიონერებს ორი მსხვერპლის გაღება მოუწევთ - ეს არის ინტიმურ ურთიერთობებსა და შესაბამისად შთამომავლობის ყოლაზე სრული უარის თქმა, ნათქვამია ჟურნალ Futures-ში გამოქვეყნებუილ სტატიაში.

"რა თქმა უნდა, ერთის მხრივ მარსზე დამოუკიდებელი კოლონიის არსებობა შეუძლებელი იქნება შთამომავლობის გარეშე, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ ქმედებებმა შესაძლოა უამრავი გადაუჭრელი პრობლემა შექმნას," - წერს რაფაელ მარკესი, ბრაზილიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ლაბორატორიის პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ SpaceX ხელმძღვანელმა ილონ მასკმა დაანონსა მასშტაბური პროექტი, რომლის თანახმადაც 21-ე საუკუნის მიწურულს უნდა შეიქმნას ათასამდე ხომალდისგან შემდგარი კოსმოსური ფლოტილია, რომელიც მარსზე მილიონამდე ადამიანს გადაიყვანს, რომლებმაც ფაქტიურად ავტონომიური ქალაქი უნდა შექმნან. თან ამ ქალაქმა საუთარი თავი ყველაფრით უნდა უზრუნველყოს.

მარკესმა, კოლეგებთან ერთად, შეაფასა, რამდენადაა ეს შესაძლებელი, ოღონდ თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ასევე არა მარტო ტექნოლოგიური წინააღმდეგობები, არამედ სხვა პლანეტაზე ცხოვრების ბიოლოგიური შედეგებიც.

მაგალითად, ყველაზე მთავარ პრობლემად მიჩნეულია რადიაციის მაღალი დონე, რომელიც მარსზე პილოტირებული ექსპედიციების განხორციელების სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორია. პლანეტაზე აღებული სინჯების თანახმად, მარსის ზედაპირზე რადიაცია თითქმის ტოლია კოსმოსში არსებული რადიაციის, რაც ადამიანისთვის სასიკვდილო დოზაა. მიუხედავად მომავალი კოლონიის იონიზებური გამოსხივებისაგან დაცვისა, მარსის პირველ მაცხოვრებლებს ეს ხელს შეუშლის ისეთი ქმედების განხორციელებაშიც კი, როგორიცაა მარსის რესურსების მოპოვება, პლანეტის შესწავლა და აშ.

ასევე, რადიაცია და "ნორმალური" გრავიტაციის არარსებობა უარყოფით და შესაძლოა ფატალურ გავლენასაც იქონიებს ფეხმძიმე ქალებზე, რომელთა იმუნური სისტემაც ისედაც დაქვეითებულია ამ პერიოდში. ეს "კომბინაცია" ბავშვის განვითარებაზეც იმოქმედებს, რადგან ის გაზრდის სიმსივნის წარმოშობის ან დედისგან ინფექციური დაავადების რისკს.

მსგავსი პრობლემები სოციალურ და ჰუმანურ ასპექტებზეც იმოქმედებს. დედამიწისგან განსხვავებით, შეუძლებელი იქნება სასიკვდილოთ დაავადებული ადამიანებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების პროცედურების გატარება - ცხოვრების არახელსაყრელი პირობები წინა პლანზე კოლექტიურ და არა პიროვნულ ინტერესებს დააყენებს.

ასევე მარსზე ცხოვრება ადგილობრივ ხელისუფლებას აიძულებს იძულებითი გენეტიკური შემოწმებების ჩატარებას, რომელიც შეაფასებს, რამდნად შეუძლია კონკრეტულ ოჯახურ წყვილს ჯანმრთელი შთამომავლობის შექმნა. შესაბამისად "კოლექტიური ინტერესებიდან" გამომდინარე, ზოგიერთ მათგანს საერთოდ აეკრძალება არამარტო შთამომავლობის გაჩენა, არამედ სექსუალური ურთიერთობებიც კი.

მარკესის აზრით, ეს პრობლემები მხოლოდ მაშინ გადაიჭრება, თუ ადამიანი სრულად იქნება გამოსხივებისაგან დაცული. ეს კი ისეთი ტექნოლოგიების მეშვეობით მიიღწევა, რომელიც პლანეტას "რადიაციული ფარით" დაიცავს. ასევე უნდა მოხდეს კოლონისტების დნმ-ის იმგვარი მოდიფიკაცია, რომელიც მათ უჩვეულო გრავიტაციის, კოსმოსური სხივებისა და მაღალი ენერგიების ფოტონებისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს. სწორედ მაშინ გახდება ადამიანი "კოსმოსური სახეობა", რაზეც მასკი და მისი თანამოაზრეები ოცნებობენ, - წერენ სტატიის ავტორები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42