ჩერგოლეიშვილი - კვირიკაშვილს: ბატონო გიორგი სიბრიყვეს ნუ ამბობთ
საზოგადოება - 12:20, 15 Aug, 2013     944
საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის მიღწევებზე საუბრობს. „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ თამარ ჩერგოლეიშვილის facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს:
„თავმოყვარეობის დეფიციტის სინდრომი:


"ის [დავით ბაქრაძე] იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის არარეალური ზრდის ილუზიას."
- იხილეთ ქვემოთ თანდართული რუკა, დაინახავთ, რომ საქართველოს საგარეო ვალი ბევრად ნაკლებია (GDP-სთან მიმართებით ცხადია) ვიდრე შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის.

 


- ასევე შებრძანდით მსოფლიო ბანკის გვერდზე და ნახავთ, რომ დავით ბაქრაძე წარმოადგენდა მთავრობას, რომელმაც, მსოფლიო ბანკის მიხედვით:
"მაშინ როდესაც ევროზონის კრიზისმა მკვეთრად შეანელა განვითარებადი ეკონომიკები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა 2011 წელს. ექსპორტი, ტურიზმის მოცულობის ზრდა და საჯარო ინვესტიციები ეკონომიკური გაფართოების მთავარი კონტრიბუტორები იყვნენ. შიდა მოთხოვნაც გაიზარდა, რაც ძირითადად საბანკო სექტორის აღმასვლამ გამოიწვია.

 

მკვეთრად გაიზარდა ფულადი გზავნილების რაოდენობა, მაშინ როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და კერძო კაპიტალის შემოდინება სტაბილური დარჩა დაბალ პოსტ-კრიზისულ დონეზე.
- დავით ბაქრაძე წარმოადგენდა მთავრობას, რომელმაც ქვეყანა შემდეგ მდგომარეობაში ჩაიბარა - მსოფლიო ბანკმა 20 პროცენტით შეგვიმცირა დაფინანსება 2002 წელს იმიტომ რომ შევარდნაძე ეკნომიკურ რეფორმებს არ ახორციელებდა, განგაში ჰქონდა ატეხილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოსთან თანამშრომლობას წყვეტდა. გთხოვთ იხილოთ თანდართული მასალა.

 


- დავით ბაქრაძე წარმოადგენდა მთავრობას, რომლის მოსვლიდან სამ წელიწადში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი გახდა (გთხოვთ იხილოთ თანდართული მასალა)
- დავით ბაქრაძე წარმოადგენდა მთავრობას, რომლის ხელისუფლებიდან წასვლის წინაც, საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებზე წიგნი დაწერეს და საქართველოს პრეზიდენტს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის შტაბბინაში ტაშით შეხვდნენ - სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციაზე.

 


ასე რომ, ბატონო გიორგი, საკუთარ თავს პატივი ეცით, სიბრიყვეს ნუ ამბობთ და დაუჯერეთ ნაციონალურ მოძრაობას - ეგ საქმე აშკარად თქვენზე და თქვენს მთავრობაზე უკეთ ესმით. ამაზე ფაქტები მეტყველებს“, - აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42