საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:32, 29 May, 2018     1417
საქართველოს ბანკმა და საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ „ბიჯეო“ ჯგუფის გაყოფის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. 10-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი − BGEO − ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. კომპანიებად, რომლებიც მოღვაწეობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით აგრძელებენ. აღნიშნული გაყოფა საქართველოს ფინანსურ სექტორში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიერიდან ორ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლად მართოს ყველა რესურსი, მისდიოს საკუთარ სტრატეგიასა და იზრუნოს კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლაზე.

საქართველოს ბანკის და „საქართველოს კაპიტალის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. დღეიდან, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ ტიკერით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს „ტიკერით“.

„ვულოცავ ორივე კომპანიის წარმომადგენლებს ამ დიდ წარმატებას. ვფიქრობ, დამოუკიდებლად წინსვლა ყველაზე სწორი გზაა, რადგან ორივე ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად აითვისოს არსებული პოტენციალი და განვითარდეს; წარმატებული საბანკო და საინვესტიციო კომპანიები კი ქვეყნის წარმატების წინაპირობაა. მე ამაყი ვარ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში ყოფილი საინვესტიციო კომპანია „ბიჯეო“-დან უკვე სამი დამოუკიდებელი კომპანიაა წარმოდგენილი − საქართველოს ბანკი, საქართველოს კაპიტალი და GHG ჯგუფი.“ - განაცხადა „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

„მინდა მივულოცო წარმატებული გაყოფა როგორც საბანკო, ასევე საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს; გაყოფა, რომელიც საინტერესო პროცესისა და 10-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. კომპანიებმა უკვე მიაღწიეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და ახლა მზად არიან, დამოუკიდებლად განაგრძონ მოღვაწეობა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროცესში. ვფიქრობ, გაყოფის შედეგად, საქართველოს ბანკს შესაძლებლობა ექნება, გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და კიდევ უფრო საინტერესო ისტორია შექმნას საბანკო მომსახურების სფეროში.“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს საბანკო სექტორი პირველად 2006 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ნდობა ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველოს საბანკო სექტორის ნახევარზე მეტი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, ის ეფუძნება გამჭვირვალე მმართველობით ფორმას და რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ვულოცავ დღევანდელ წარმატებას როგორც საქართველოს ბანკს და საინვესტიციო კომპანიას, ასევე მთელ ქვეყანას”,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო და საბანკო მიმართულებებად ბიზნესების ცალ-ცალკე გაყოფის შემდეგ აქციონერები, რომლებიც ფლობენ BGEO ჯგუფის აქციებს, თითოეული აქციის ნაცვლად მიიღებენ საქართველოს ბანკის ერთ და „საქართველოს კაპიტალის“ ერთ აქციას. ამასთან, „საქართველოს კაპიტალი“ „საქართველოს ბანკში“ საწყის ეტაპზე, დროებით 19.9% -იან წილს შეინარჩუნებს, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება.

ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეომ“ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან „BGEO“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიაა წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group), „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG Healthcare).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42