„დაემშვიდობე ბანკს“ - საქართველოში ფულის მართვის პირველი აპლიკაცია, სფეისი გამოჩნდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:07, 29 May, 2018     1853
„დაემშვიდობე ბანკს“ სფეისის, ფულის მართვის აპლიკაციის კამპანიის დასაწყისია, რომელიც ხაზს უსვამს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივების აუცილებლობას.

პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება - სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია, ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

სფეისის პირველადი ვერსიით უკვე შესაძლებელია დისტანციურად, მობილურ აპლიკაციაში:

დარეგისტრირდეთ და გახსნათ საბანკო ანგარიში

მიიღოთ სფეის ბარათი უფასოდ კურიერის მეშვეობით ნებისმიერ მისამართზე, საქართველოს მასშტაბით

აიღოთ სესხი მყისიერად, დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ყველანაირი დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე

გადარიცხოთ ფული 24/7-ზე, ნებისმიერ ბანკში მობილური ტელეფონით, ან მესენჯერით: whatsapp-ით , facebook-ით, viber-ით

მართოთ სხვა ბანკების ბარათები, ამისთვის არ არის აუცილებელი სფეისის ანგარიშის ქონა

გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და შეავსოთ მობილურის ბალანსი

სფეისის ერთ-ერთი ძირეული განმასხვავებელი მახასიათებელი მისი უნიკალური დიზაინია, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური მიდგომით.

„სფეისში გვჯერა, რომ მომავალი უკვე დადგა. თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები ცვლიან ჩვენს ქცევებს და გვიმარტივებენ სერვისის მიღებას. ჩვენ ვთვლით, რომ ყოველდღიურ ბანკინგს საქართველოში სჭირდებოდა გამარტივება და შევქმენით სფეისი - პირველი, სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელიც შეცვლის ჩვენი ფულის მართვის მიდგომებს“, - სფეისის პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა გურგენიძე.

„სფეისის შექმნის იდეა 1 წლის წინ თიბისის გუნდის რამდენიმე წევრს გაუჩნდა და ბანკმა მათ მხარი დაუჭირა ამ იდეის განხორციელებაში. ტექნოლოგიური განვითარება და მომხმარებლის ქცევის ცვლილება დიდი გამოწვევაა საბანკო ბაზარზე. ამ გამოწვევის მიღება და გარკვეულწილად ჩვენი კონკურენტის შექმნის ხელშეწყობაც, ჩვენი აზრით, დროულია. სფეისი დამოუკიდებელი ბრენდია და მჯერა, რომ ის ყოველდღიური საბანკო მომსახურების სფეროში ბევრი სიახლის მიზეზი გახდება“, - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი.

სფეისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს, ნომერზე - 2 711 711.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია www.space.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42