დაახლოებით 40 წლის წინ სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია დაიწყო ინდოელ ხელოვან მამაკაცსა და ახალგაზრდა შვედ ქალს შორის და მას შემდეგ ეს წყვილი ერთადაა.
პრადიუმნა კუმარ მაჰანადია 1949 წელს ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მაშინ როცა მაჰანადია დაიბადა, მას უწინასწარმეტყველეს, რომ იგი დაქორწინდებოდა ქალზე შორეული ქვეყნიდან, რომელიც იქნებოდა მუსიკოსი და ექნებოდა საკუთარი ტყე. „მე წინასწარმეტყველების ძლიერად მჯეროდა და ახლა ვიცი, რომ ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი ამ ქვეყნად“ - აცხადებს მამაკაცი.
იგი დეტალურად იხსენებს დღეს, როცა წინასწარმეტყველების რეალობად ქცევა დაიწყო. ლამაზი ისტორია 1975 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, როცა კუმარი ქუჩის მხატვრად მუშაობდა. ლამაზმა ქერა ქალმა ლურჯი თვალებით, ჩაუარა მას, რომლის ახელიც შარლოტა ვონ შედვინი გახლდათ და ქალბატონმა მამაკაცს თავისი პორტრეტის დახატვა სთოვა.
„როდესაც დავინახე უწონადობის განცდა დამეუფლა, იგი თითქოს ჩემს შიგნით იყურებოდა, როგორც რენტგენის დანადგარი, სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ გრძნობის გადმოსაცემად, მას ისეთი ლურჯი, დიდი მრგვალი თავლები ჰქონდა“, - იხსენებს მამაკაცი. მან ამ გრძნობის გამო ვერ შეძლო მისი ოცნების ქალის დახატვა და სთხოვა მისულიყო მეორე დღეს.
„მეორე დღეს როცა ვნახე, მივხვდი, რომ ის იყო ის და ვუთხარი, „შენ იქნები ჩემი ცოლი, ჩვენ ერთმანეთისთვის ვარ შექმნილი“, - ამბობს კუმარი.
19 წლის შარლოტა არ შეუშუნებია უცნობი მამაკაცის ამ ფრაზას და წყვილმა ერთად 3 კვირა გაატარა, რის შემდეგაც შარლოტა შვედეთში, შინ დაბრუნდა.
სიყვარულის ისტორია ასე ვერ დასრულდებოდა და კუმარმა გადაწყვიტა წინ წასულიყო. მათ ცალ-ცალკე წელიწადნახევარი გაატარეს, კუმარმა ყველაფერი გაყიდა და ველოსიპედი იყიდა, შემდეგ კი 6 ათასი მილი გაიარა შარლოტას სანახავად. „ჩემი წარმატების და მიზნის მიღწევის მთავარი განმაპირობებელი ჩემი ფიქრები გახდა“, - დასძენს მამაკაცი.
წყვილი დაქორწინდა და ისინი 40 წელიწადზე მეტია ერთად არიან. მათ ორი შვილი ჰყავთ.












მასალის გამოყენების პირობები






