რომლებიც ქალაქის ტურისტულად აქტიურ ადგილებში შეხვდებიან უცხოელ ტურისტებს და მულტიმედიურ ფორმატში ჩაიწერენ მათ შთაბეჭდილებებს.
პროექტი მიზნად ისახავს ბათუმში ტურისტად მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების გაზიარებას პოტენციური ტურისტებისათვის, რომლებიც გეგმავენ ან მომავალში შეიძლება დაგეგმონ რეგიონში ჩამოსვლა. ონლაინ პროექტი "გაიზიარე ბათუმის სიყვარული" ეფუძნება სტუმრების მოსაზრებებსა და განცდებს ბათუმის შესახებ, რომელიც გადმოცემულია ფოტომასალებისა და ვიდეოინტერვიუების მეშვეობით. პროექტის ფარლებში შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალის ხილვა შესახლებელია დეპარტამეტნის ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე.
პროექტს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებების ფარგლებში ახორციელებს. სტუდენტი მოხალისეები ბათუმის შოთა რუსთაველის ტურიზმის ფაკულტეტიდან შეირჩა.
პროექტი "გაიზიარე ბათუმის სიყვარულის" შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე და ფეისბუქის გვერდებზეა შესაძლებელი.
ხვალვე ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებს წარმოუდგენს საერთაშორისო პროექტს "BATUMI In Your Pocket". ბათუმის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციისა და სარეკლამო ფოტოების შემცველი ბროშურა "BATUMI In Your Pocket" სამ ენაზე- ინგლისურ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოიცა.

მასალის გამოყენების პირობები






