ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრს ჩიკაგოდან მოწვეული რადიოლოგი ეწვევა
ჯანმრთელობა - 12:32, 28 May, 2018     2008

21 მაისს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრს სხივური თერაპიის მიმართულებით ჩიკაგოდან მოწვეული რადიოლოგი კრისტინა კილი ეწვევა.

ამერიკაში მოღვაწე სხივური თერაპევტი კრისტინა კილი ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრს სამუშაო ვიზიტით პერიოდულად სტუმრობს. 21 მაისიდან 3 კვირის განმავლობაში კრისტინა კილი ქართველ ონკოლოგებთან და რადიოლოგებთან ერთად გაეცნობა ყველა იმ რთული ონკოლოგიური პაციენტის ისტორიას, რომელებიც მკურნალობის კურსს გადიან.

ვიზიტის ფარგლებში ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს საშუალება ექნება მიმართოს ონკოლოგიის ცენტრს და ჩვენების მიხედვით ჩაიტაროს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა ადგილობრივი ონკოლოგებთან ერთად.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა იმერეთის რეგიონში, სადაც 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატი, 2017 წელს კი ცენტრმა დააინსტალირა კიდევ ერთი უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებელი Truebeam-ი, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს.

ცენტრში პაციენტებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექიმები უწევენ: ქრისტინა კილი - სხივური თერაპიის მიმართულებით ჩიკაგოდან მოწვეული რადიოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე - დანიაშნი მოღვაწე ონკოლოგი, გოჩა ხელაშვილი - ჩიკაგოში მოღვაწე სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, აიდა გოზალოვა - გერმანიიდან მოწვეული ონკო-ჰემატოლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42