საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფის 5 ლიდერთა შორის ერთ-ერთი ისრაელის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი გარი შალელაშვილია. სწორედ ის იყო Coin.mx-ის მფლობელი. მისი აქტივები 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ის 2015 წელს ისრაელში დააკავეს და მისი ექსტრადირება აშშ-ში განხორციელდა.
უცხოური მედიის ცნობით, შალელაშვილი 2017 წლის ზაფხულში ფედერალური ციხიდან 403 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
აღნიშნულ თემაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, მისი თქმით, გარი შალელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის შვილია და ფულის გათეთრების საქმეში ჩართული იყო თავად შოთა შალელაშვილი და ბიძინა ივანიშილი, სააკაშვილის თქმით, ფულის გათეთრება საქართველოში არსებული ბიტკოინებით ქარხნის და თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა და ამაში ჩართული იყო რუსული სპეცსამსახურებიც.
მასალის გამოყენების პირობები






