ახალგაზრდა ადვოკატები: ცსკო–ს თავმჯდომარე პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად გადადგა
საზოგადოება - 17:50, 14 Aug, 2013     826

მათი აზრით, ეს 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომი შედეგების პროგნოზირებაზე მიანიშნებს.

 

ორგანიზაციის შეფასებით, ზურაბ ხარატიშვილმა, გადადგომით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც, შესაძლებელია, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობაზე უარყოფითად იმოქმედოს.


ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.


გადადგომის გადაწყვეტილება, პრობლემების წინაშე აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეფექტურ მუშაობას და ერთიანობაში, შესაძლებელია, გამოიწვიოს საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია. ამიტომაც, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საპრეზიდენტო პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველია, რადგანაც უცნობია, ვის წარადგენს პრეზიდენტი ცსკო–ს ახალ თავმჯდომარედ, რამდენად მისაღები იქნება დასახელებული კანდიდატები საზოგადოებისთვის, ვინ აირჩევს თავმჯდომარეს – საარჩევნო კომისია თუ პარლამენტი, რამდენად იქნება შენარჩუნებული საარჩევნო სტაბილურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის საკითხი.

 

"ახალგაზრდა ადვოკატების" პოზიციით, საზოგადოება ვერ გაამართლებს ვერავითარ პოზიციას, რომელიც გადადგომის მიზეზებად შეიძლება დასახელდეს. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგია და არა პასუხისმგებლობისგან გაქცევის, რადგანაც თუკი ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, იგი გადაწყვეტილებას საარჩევნო პროცესის დაწყებამდე მაინც მიიღებდა.

 

მიღებული გადაწყვეტილება არ ხასიათდება მაღალი სამოქალაქო და სამართლებრივი პასუხისმგებლობით და საარჩევნო ადმინისტრაცია ჩიხში შეყავს. დღეს არსებობს მაღალი ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ცანტრალურ საარჩევნო კომისიას, ახალ თავმჯდომარედ შესთავაზოს ისეთი კანდიდატურა, რომლის მიმართაც, საზოგადოებას არ ექნება საკმარისი ნდობა და ვერ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანი შედეგები.

 

"ახალგაზრდა ადვოკატები" მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რათა ცესკო–ს ახალი თავმჯდომარის წარდგენა მოხდეს სამოქალაქო სექტორთან ფართო კონსულტაციის შედეგად, გადამწყვეტია, საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი ჩაერთოს ცესკოს ახალი თავმჯდომარის წარდგენის პროცესში, რათა მომავალი - 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ, არსებობდეს სრულფასოვანი ნდობა.

 

ცნობისთვის: ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ. თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42