1972 წლის 26 იანვარს იუგოსლავიის საჰაერო ტრანსპორტის Jugoslovenski Aerotransport (JAT) სამგზავრო თვითმფრინავი McDonnell Douglas DC-9-32 10162 მეტრ სიმაღლეზე აფეთქდა. ეკიპაჟის 4 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ ვესნა ვულოვიჩი.
22 წლის ვესნა ამ რეისით არ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ მან სხვა ბორტგამცილებელი ჩაანაცვლა - ავიაკომპანიამ შეცდომით ვესნა ნიკოლიჩის ნაცვლად რეისზე სტაჟიორი ვესნა ვულოვიჩი დანიშნა.
ავიაკატასტროფის დროს ვესნა მგზავრების სალონში იმყოფებოდა, მან გონება დაკარგა და არ ახსოვს, რას აკეთებდა ამ დროს. გერმანიის ტერიტორიაზე მიწაზე დაცემის შემდეგ, კომაში მყოფ ბორტგამცილებელს პირველი დახმარება ადგილობრივმა მცხოვრებმა ბრუნო ჰონკემ აღმოუჩინა, რომელსაც ვესნა გადარჩენას უნდა უმადლოდეს - მან ყველა პროცედურა ზუსტად ჩაატარა, არ გაანძრია დაშავებული და ექიმებს დროზე შეატყობინა..
ვესნამ მრავალჯერადი დაზიანებები მიიღო - თავის ქალის ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალი მოტეხილობა 3 ადგილას. მას მოტეხილი ჰქონდა ორივე ფეხი და მენჯი. მკურნალობას 16 თვე დასჭირდა, აქედან 10 თვე გოგონა წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.
მიუხედავად უბედური შემთხვევისა, ვესნამ კვლავ გააგრძელა ავიაკომპანიაში მუშაობა, თუმცა არა ბორტგამცილებლის რანგში. მას ფრენის შიშიც არ გასჩენია და თვითმფრინავით ხშირად მგზავრობდა.
ავიაკატასტროფის რეალური მიზეზები კვლავ დაუდგენელია. თვითმფრინავი სტოკჰოლმი-კოპენჰაგენი-ზაგრები-ბელგრადის მიმაrთულებით მიფრინავდა. კოპენჰაგენიდან აფრენის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთი საათის შემდეგ თვითმფრინავი 10160 მეტრ სიმაღლეზე ავიდა და ამ დროს იგი დაიშალა. პილოტების კაბინა ძირითად ნაწილს მოწყდა და ჩეხეთის ტერიტორიაზე დავარდა, ხოლო ფიუზელაჟის დანარჩენი ნაწილები 1 კილომეტრის რადიუსზე იყო მიმოფანტული, როდესაც როგორც წესი ამ სიმაღლეზე აფეთქებისას დეტალები უფრო ფართო მასშტაბით არის მიმოფანტული ხოლმე. ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავი, რომელიც ექსპლუატაციაში 1 წლით ადრე შევიდა. აბსოლუტურად გამართული იყო, მფრინავთა სისხლში ალკოჰოლის ან ნარკოტიკის კვალი არ აღმოჩნდა. კატასტროფიდან 10 დღის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის უშიშროებამ წარმოადგინა მაღვიძარა საათის ფრაგმენტები, რომელიც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობის ცამრთველი მექანიზმი იყო. გაჩნდა ვერსია, რომ ეს იყო ტერაქტი, რომელიც ხორვატების ულტრამემარჯვენე დაჯგუფება «Усташи»-იმ მოაწყო, თუმცა გამოძიება წინ ვერ წავიდა და შემთხვევა გამოუძიებელი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






