თბილისის ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
სამართალი - 17:03, 14 Aug, 2013     914


"მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საბერძნეთში, ქალაქ ათენში თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკაში გაფრენის მცდელობის დროს, ათენის აეროპორტში დააკავეს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 1974 წელს დაბადებული დავით ჩხიტუნიძე.

 


დავით ჩხიტუნიძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდად) და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

 


დავით ჩხიტუნიძემ ეკავა რა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა, უკანონოდ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე არაერთხელ მოახდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებული გერონტი ალანიას რამდენიმე დღით უკანონო გამოყვანა, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დ.ჩხიტუნიძემ დოკუმენტების გარეშე სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებიდან 14 დღის ვადით უკანონოდ გამოიყვანა ოთხი მსჯავრდებული: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

 


დავით ჩხიტუნიძის მიმართ თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით.
მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დაკავებულს შეეფარდა წინა საექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42