ეკონომიკის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს
საზოგადოება - 16:54, 14 Aug, 2013     1081

"ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 1 მარტამდე პერიოდში გატარებულ საკადრო პოლიტიკას ეხება, ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 53 მოხელე გაათავისუფლეს, მათგან 31–მა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური.


"თანამდებობაზე დაინიშნა 80 მოხელე, მათგან კონკურსის წესით – 12. კონკურსი მიმდინარეობდა რამდენიმე თანამდებობაზე, რომლებზედაც საბოლოო გადაწყვეტილება კომისიას აღნიშნული პერიოდისთვის ჯერ არ ჰქონდა მიღებული",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციას თითქოს მხოლოდ შეჯამებული სტატისტიკა მიაწოდა, რის გამოც მათთვის უცნობია სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ–ის) მონაცემები.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მხოლოდ შემაჯამებელი სტატისტიკის მიწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი ილიადისმა სამინისტროდან პირადად წაიღო СD დისკზე ჩაწერილი სრული ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში უწყებაში გატარებული საკადრო პოლიტიკის შესახებ, რაც დასტურდება სამინისტროს კანცელარიაში არსებული მისივე ხელმოწერით.

 

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოიცავდა თითოეული სსიპ-ის შესახებ ცალკე ფაილს. ფაილში კი პირის მიერ დაწერილ განცხადებასთან ერთად შეტანილი იყო ყველა ბრძანება და ხელშეკრულება. ამავე დოკუმენტებში მითითებული იყო ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომელთა შესაბამისადაც განხორციელდა გათავისუფლება.
რაც შეეხება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გათავისუფლებულ პირებს, 53 გათავისუფლებულიდან: 2 - გათავისუფლდა კანონში არსებული პირდაპირი მოთხოვნის გათვალისწინებით; 9 - გაუვიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რომელიც კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან იყო დაკავშირებული;

 

2 - იმავე სტრუქტურაში გადავიდა უფრო მაღალ თანამდებობაზე; 2 - გადავიდა უწყების სისტემაში არსებულ შპს-სა და სსიპ-ში; 1 - გავიდა პენსიაზე; 2 - შტატის შემცირების გამო გათავისუფლდა; 2 - ყოფილი მინისტრის ხელმოწერით გათავისუფლდა; დანარჩენი 33 პირი ასევე საკუთარი განცხადებით გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც, თუ წინა წლებთან შედარებას მოვახდენთ, შემცირებული მაჩვენებელია.
აქვე, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტაციას სამინისტრომ ასევე დაურთო კონკრეტულ პირთა განცხადებები, სადაც ისინი სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პენსიაზე გასვლისა თუ შორეულ ნაოსნობაში წასვლის გამო ითხოვენ გათავისუფლებას. როგორც ჩანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციას სათანადოდ არ განუხილავს, შესაბამისად, კვლევაც არ შეიძლება იყოს ზუსტი.

 


წინა წლების სტატისტიკასთან შედარებისთვის, ცენტრალური აპარატის მაგალითზე:
2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე (საანგარიშო პერიოდი) – 11 გათავისუფლება;
2011 წლის 20 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 მარტამდე - 13 გათავისუფლება;
2010 წლის 20 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე - 21 გათავისუფლება.

 


აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 5 მოადგილიდან 4 აღნიშნულ თანამდებობაზე წინა მთავრობის პერიოდშიც მუშაობდა და ხელისუფლების ცვლილება მათ არ შეხებიათ. ამიტომ, საუბარი ჩვენი სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლების შესახებ დაუშვებლად მიგვაჩნია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42