Би-2-მ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული როკ-ჯგუფია რუსეთში, ახალი ვიდეო გადაიღო სიმღერაზე „შავი მზე“ . ახალი კლიპის რეჟისორი იგორ შმელევია, რომელსაც Би-2-ს რამდენიმე კლიპი აქვს უკვე გადაღებული, მთავარ როლებს კი ჯგუფის მთავარი და უცვლელი წევრები ლიოვა Би-2 და შურა Би-2 ასრულებენ.
კლიპში აღწერილია იმპერატორის უკანასკნელი დღე, როდესაც ის მიხვდება რომ მისთვის სამყარო ამოტრიალდა და „შავი მზე“ აფეთქდა.
“ჩვეული მსოფლიო არასოდეს დაბრუნდება“- ასეთია ვიდეოს სლოგანი. ვიდეოს ნახვის შემდეგ სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მასში ანტიპუტინური განწყობა იგრძნობა. იმ ფონზე როცა რუსეთში მიმდინარეობს პუტინის საწინააღმდეგო ოპოზიციური გამოსვლები სლოგანით „Он нам не царь“
2014 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჯგუფმა „სისხლიანი“ კლიპი გადაიღო სიმღერაზე Забрали в армию სიმღერა იმ ომზეა, რომელშიც ერთმანეთის მოკვლა გუშინდელ მეგობრებს უწევთ. კლიპის გამოსვლის შემდეგ ეჭვი არავის შეპარვია, რომ აღნიშნული სიმღერა სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს ეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






