ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში 5 საყოველთაო ეროვნული რეფერენდიმი ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს კი მორიგი პლებისციტი მიმდინარეობს, რომელში მონაწილეებმაც უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია აბორტთან დაკავშირებით კანონის ცვლილებაზე.
1983 წლის რეფერენდუმის შემდეგ „ემბრიონის სიცოცხლის უფლება“ შეტანილი იქნა კონსტიტუციაშიც, ამასთან ერთად მთავარ კანონში შეტანილი იქნა მერვე შესწორება, რომლის თანახმადაც დაუბადებელ ბავშვს და დედას სიცოცხლის ერთნაირი უფლება აქვთ. ქალს, რომელიც აბორტს გაიკეთებს, შესაძლოა თავისუფლების 14 წლით აღკვეთა დაემუქროს.
აბორტი აკრძალულია როგორც გაუპატიურების, ასევე მძიმე ანომალიური განვითარების და ინცესტის შემთხვევაშიც, თუმცა ქალებს უფლება აქვთ აბორტი საზღვარგარეთ გაიკეთონ. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორსულობის შესაწყვეტად ყოველწლიურად საზღვარგარეთ 3000-ზე მეტი ირლანდიელი მიდის.
1980-დან 2016 წლამდე პერიოდში ირლანდიის საზღვრებს მიღმა 170 ათასზე მეტმა ირლანდიელმა ქალმა გაიკეთა აბორტი, უმრავლესობა მათგანი დიდ ბრიტანეთში გაკეთდა. ბევრი ქალი ჩასახვისსაწინააღმდეგო აბებს ინეტრნეტით უკვეთავს, რაც ასევე აკრძალულია ირლანდიაში.
2014 წლიდან აბორტი დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ირლანდიის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 2016 წელს ამ მიზეზით 25 აბორტი გაკეთდა. ამის სამართლებრივ საფუძვლად იქცა ორსულთა სიცოცხლის დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა 2013 წელს მიიღო.
რეფერენდუმზე ირლანდიელებმა პასუხი უნდა გასცენ იმაზე, სურთ თუ არა კონსტიტუციიდან მერვე შესწორების ამოღება.
მასალის გამოყენების პირობები






