რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ მოკლული ბავშვების ბებია აცხადებს. მისი თქმით, მაშ შემდეგ რაც ბავშვები დაკრძალეს, საფლავზე ნაცნობებმა უცნობმა ადამიანებმა ყვავილები და უამრავი სათამაშო მიიტანეს. რამდენიმე დღეში კი ბავშების საფლავებიდან სათამაშოები გაქრა.
"ვერ ვხვდები, ვის შეეძლო ბავშვების საფლავებზე ხელი აეწია. ეს ამაზრზენია" - აცხადებს ბავშვების ბებია.
შეგახსენებთ, შემზარავი შემთხვევა ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. 27 წლის დედამ ორი შვილი - 2 წლის ბიჭი და 4 წლის გოგონა მოკლა , შემდეგ კი დაწვა.
გამოძიების ინფორმაციით, 25 აპრილს ქალმა ორივე შვილი სკუთარი ხელებით გაგიდა, შემდეგ მათი ცხედრები მანქანიდან გამოიყვანა და ქალაქგარეთ დაცვა. დამწვარი ბავშვების ცხედრები მიტოვებულ სახლში იპოვეს.
გამოძიების ცნობით, ცხედრები ისე იყო დამწვარი, მათი ცნობა შეუძლებელი აღმოჩნდა ამიტომ დნმ-ის ანალაზის ჩატარება გახდა საჭირო.
როგორც გაირკვა, თავდაპირველად ბავშვების დაწვა სემიონოვსკის რაიონში ტყეში გადაწყვიტა. თუმცა, როდესაც ცეცხლი დაანთო, ადგილზე მონადირეები მივიდნენ და ის უკან დაბრუნდა. მეორე დღეს კი მიტოვებულ შენობაში დაწვა ბავშვები.
დაკითხვაზე მისულმა დედამ აღიარა, რომ შილები თავად დახოცა, რადგან მათი მოვლით დაიღალა. მისი თქმით, განქორწინებულია და შვილების მოვლა მარტო უწებდა, რასაც ვეღარ უძლებდა.
ახლობლებისა და მეზობლების თქმით, მათ არასოდეს შეუმჩნევიათ, რომ ელენა ბავშვებს განსაკუთრებულად სასტიკად ან მკაცრად ექცეოდა, არაფერი ეტყობოდა ნერვული აშლილობისაც.
ახლა გამოძიება ფსიქიატრის დასკვნას ელოდება და მის რელიგიურ შეხედულებებსაც იკვლევს, რათა დადგინდეს, რატომ ჩაიდინა დედამ სატიკი მკვლელობა.
საქმეზე პირველი სხდომა უკვე გაიმართა, რომელიც დახურული იყო. თუმცა, როგორც სხდომაზე მყოფებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, ის ძალიან მშვიდად იყო და ფსიქიკური პრობლემების არაფერი ეტყობოდა.
მასალის გამოყენების პირობები






