თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:41, 25 May, 2018     1825

თიბისი სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მომდევნო დღეების განმავლობაში ღონისძიებებს გეგმავს.

25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თარიღის აღსანიშნავად თიბისი არტ არეაში (დოდო აბაშიძის #10) წარმოგიდგენთ „დამოუკიდებლობის სკოლას“. ღონისძიებაზე გამომსვლელები სასკოლო გაკვეთილის ფორმატში თავიანთი სფეროდან გამომდინარე 1918 წლიდან გასულ 100 წელს შეაჯამებენ.

ქართული ლიტერატურა - 17:00

ქართული ენა - 17:50 – 18:35

სამოქალაქო საზოგადოება - 19:00

კონსტიტუცაი და სამართალი - 19:50

ისტორია - ინტერაქციული გაკვეთილი 20:45

ლიტერატურის გაკვეთილზე ლევან ბერძენიშვილი ქართული ლიტერატურის განვითარების 100 წლიან ისტორიას შეაჯამებს. ქართული ენის გაკვეთილს მზექალა შანიძე გაუძღვება, რომელიც ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში ენის ფუნქციის შესახებ ისაუბრებს. სამოქალაქო საზოგადოების გაკვეთილზე ნათია ფანჯიკიძე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სოციალური სტრუქტურის ცვლილებებს განიხილავს. დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციასა და მისი ძირითადი პრინციპებს დამსწრეებს ანა დოლიძე გააცნობს. ისტორიის გაკვეთილზე კი თიბისი ახალ სამაგიდო თამაშს - „100 წელი“ - წარადგენს.

„100 წელი“ თიბისიმ „წიბახას თამაშების კლუბთან“ ერთად შექმნა. სამაგიდო თამაში 100 ბარათისგან შედგება. თითოეული ბარათის ერთ მხარეზე მოცემულია ფაქტი 1918 წლიდან 2018 წლამდე მის ამსახველ ფოტოსურათთან ერთად, მეორე მხარეზე კი - ამ ფაქტის შესაბამისი წელი. მოთამაშის მიზანია გამოიცნოს ან დაახლოებით განსაზღვროს, თუ რა თარიღებია მითითებული მისი ბარათების მეორე მხარეს. თამაში გასული 100 წლის მნიშვნელოვან მოვლენების გახსენებასა და საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიაში საინტერესო ფაქტების აღმოჩენას ემსახურება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც თიბისი დამოუკიდებლობის 100 წლის აღნიშვნის ფარგლებში ახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოსტერების განთავსებაა, რომლებითაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ისტორიას.

თიბისი თბილისის გარდა ღონისძიებებს ბათუმსა და ქუთაისშიც გეგმავს, სადაც თიბისი ბანკის მთავარი ოფისების შენობებზე გადმოიფინება საქართველოს დროშები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42