ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია - მოკლული დავით სარალიძს მამა ზაზა სარალიძე დღეს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უნდა შეხვდეს, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოკლული მოზარდის მამამ მკვლელობის ადგილზე გამართა, დააანონსა აქცია, რომელიც 27 მაისს უნდა გიმართოს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
“პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს, ძალიან ემოციური ფონია, მაგრამ ამ წუთში მართლა არ მაქვს ის გრძნობა, რომ ემოციებს ავყვე. მინდა მოვუწოდო მთელ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკური პარტია იქნება, არ იქნება პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი იქნება თუ საზოგადოების ნებისმიერი წევრი, მოსახლეობას მოვუწოდებს, რომ დამიდგეს გვერდით იმ ჭეშმარიტებაში, რომელ ჭეშმარიტებასაც დღეისათვის პროკურატურა მალავს“, - აღნიშნა სარალიძემ.
მისივე თქმით, მტავარ პროკურორთან დღევანდელი შეხვედრა გადაწყვეტს ჩატარდება თუ არა 27 მაისს აქცია:
"27 მაისს, საღამოს შვიდ საათზე ვატარებთ მშვიდობიან აქციას მოთხოვნით, რომ აღდგეს სამართლიანობა, აქცია თბილისის პარლამენტის შენობასთან ჩატარდება, გთხოვთ დამიდგეთ გვერდით, რათა აღდგეს სამართლიანობა. იქიდან გამომდინარე, რა პასუხით წამოვალ მთავარი პროკურატურიდან, მთავარ პროკუროროთან შეხვედრის პროცესშ რა პასუხებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ აქცია გაგრძელდეს თუ არა, თუ ჩვენი საუბრის დროს ის პირები დაკავებულები იქნებიან, ვინც კიდევ ჩაიდინა დანაშაულია, არა მხოლოდ დაჭრის ფაქტზე, არამედ თუ რაიმე წვლილი მდიის, ის პირებიც ვინც დაფარა დანაშაულია, ყველა პირი თუ იქნება დაკავებული, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას და აქციაც არ ჩატარდება“, - აღნიშნავს სარალიძე.
სარალიძე აღნშნავს, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა არ სურს რომ დახურულ ფორმატში წარიმართოს, რადგან მას დასამალი არაფერი აქვს:
„საღამოს 7-დან 8 საათამდე ვარდ აბარებული პროკურატურაში, არანაირი სურვილი არ გამაჩნია დახურულ სივრცეში მიმდინარეობდეს ეს შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ მე არავისთან დასამალი არაფერი არ მაქვს, საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს რა საუბარი შედგება ჩვენს შორის, რა თქმა უნდა თუ თვითონაც თანახმანი იქნებიან, მე არაფერი არ მაქვს დასამალი, თუ თვითონაც არაფერი არ აქვთ დასამალი, იმედია გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომ ღია სივრცეში შედგეს ჩვენი შეხვედრა“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






