საქართველო და გერმანია საზღვტრანსპორტისა და პორტების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში თანამაშრომლობაზე შეთანხმდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:34, 24 May, 2018     1251

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს გუიდო ბერმანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოზე გამავალი ე.წ. ,,შუა დერეფნის" გამოყენების საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტექნიკური დახმარების გამოყოფის საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ორ დოკუმენტს: ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციასა“ და ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საზღვაო პორტებისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის განზრახულობათა ერთობლივ დეკლარაციას“.

დოკუმენტების თანახმად, ორივე მხარემ აიღო ვალდებულება, გააღრმავონ თანამშრომლობა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საზღვაო გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით, ასევე, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ პორტების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების გაზრდაზე, როგორც მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბის, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდისა და მზარდი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების წინაპირობაა.

შეხვედრა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიური სამიტის ფარგლებში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42