გიორგი ჩერქეზიშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:31, 24 May, 2018     1539

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ყოველწლიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 23-24 მაისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა. წლევანდელ სამიტზე 57 ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე კერძო სატრანსპორტო კომპანიების, ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

წლევანდელ სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებს დაეთმო.

ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო დახურულ და ღია მინისტერიალის სხდომებში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

მინისტრთა დახურულ სესიაზე გამოსვლისას, გიორგი ჩერქეზიშვილმა, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის საკითხებზე საუბრისას ყურადღება საქართველოში საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის „ხარისხის ქარტიის" დანერგვის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველომ სრულად დააკმაყოფილა ,,ხარისხის ქარტიის" მოთხოვნები, რაც ქვეყნის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებისათვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ტრანსპორტის ფორუმის მიერ გაცემულ ნებართვებს (ECMT) ქართველი გადამზიდავებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც აღნიშნული სისტემით მიღებული ნებართვები პროფესიონალ გადამზიდავებს აძლევს მოქმედებების ფართო არეალს ITF-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ამ სისტემას, ქვეყნებს შორის ორმხრივ შეთანხმებებზე დაფუძნებულ ხისტ სისტემასთან შედარებით, ლიბერალური მიდგომები გააჩნია და სხვადასხვა ქვეყნების გადამზიდავთა შორის კონკურენციის ჰარმონიული პირობების შექმნას უწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42