„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის დელეგაცია ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:09, 24 May, 2018     1282
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმი ჩინეთის სამთავრობო დელეგაცია მიიღო.

ოფიციალურ დელეგაციას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განყოფილების თავმჯდომარე სუნ სუეჭენი ხელმძღვანელობს. ფონდში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ჩინეთის ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩეველმა საქართველოში ვან ლიან ფომ მიიღო.

მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, საქართველოს როლი და აბრეშუმის გზის იდეა, საუკუნის პროექტის ფარგლებში სამოქმედო გეგმის ფორმირება, საქართველოში ჩინური ინვესტიციების პერსპექტივები და საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმატში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ქვეყნებს შორის საუკუნის პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის დასახვის საკითხების შესახებ, რაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ჩინეთის დელეგაციის წევრებმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს მადლობა გადაუხადეს ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის. დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დავით საგანელიძის მიერ ჩინეთში საქმიანი ვიზიტის დროს, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში შეხვედრისას გაკეთებულ აქცენტებსა და აქტიურ თანამშრომლობაზე, რის შედეგადაც პროექტ „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფორმატში საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთა და საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აბრეშუმის გზის საუკუნის პროექტში ჩართულობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

ჩინეთის მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრები საქართველოში მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42