გვინეტ პელტროუმ ყვება, რომ ვაინშტაინთან მაშინ მუშაობდა, როცა 22 წლის იყო და ფილმში Emma მთავარ როლში იღებდნენ.
მისი თქმით, გადაღებების წინ , ჰარვიმ საქმიანი შეხვედრისთვის სასტუმროს ნომერში დაპატიჟა, ბოლოს კი საძინებელში შესვლა და მასაჟის გაკეთება შეთავაზა.
"ბავშვი ვიყავი და ეს ჩემთვის საშინელება იყო” - ამბობს პელტროუ. მისი თქმით, ამის შესახებ ბრედ პიტს მოუყვა, რომელიც მაშინ მისი შეყვარებული იყო და რომელსაც ვაინშტაინთან დაპირისპირება მოუვიდა.
"მან თავისი სიტყვა და ძალა გამოიყენა ჩემს დასაცავად მაშინ, როდესაც მე არც სიტყვები და არც ძალაუფლება გამაჩნდა. ერთ-ერთ შეხვდაზე, მან ჰარვი კედელთან მიიმწყვდისა და უხთხრა, თუ კიდევ ერთხელ აგრძნობინებ მას თავს არაკომფორტულად, მოგკლავ!” - იხსენებს გვინეტი.
5 ოქტომბერს The New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც იმ მსახიობების წერილები იყო თავმოყრილი, რომლებიც პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს. აღნიშნული სტატიის გამოსვლის შემდეგ კი ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან The Weinstein's company-დან გამოაგდეს, მოგვიანებით კომპანია გაკოტრდა.
ნიუ-იორკერმა კი გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს.
ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩაპმანმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები.
მასალის გამოყენების პირობები






