აშშ-ში, მშობლებმა სასამართლოში უჩივლეს 30 წლის შვილს, რადგან ის ცალკე საცხოვრელად არ გადადის.
BBC -ის ცნობით, ნიუ-იორკში მცხოვრებმა კრისტინა და მარკ როტონდოების მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მაიკლი, მშობლებთან ცხოვრობს, არც გადასახადებს იხდის, არც სახლის ქირას და საერთოდ არაფრით ეხმარება მშობლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მაიკლმა სახლიდან გადასვლის აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეტყობინება უკვე 5-ჯერ მიიღო, მშობლების თქმით, ის გადასვლაზე მაინც უარს აცხადებს.
მაიკლი კი ამტკიცებს, რომ სახლის დატოვების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
ცოლ-ქმარმა ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი 7 მაისს შეიტანეს, შვილთან ერთთვიანი უშედეგო „ბრძოლის“ შემდეგ.
როგორც გაირკვა, სასამართლოდან პირველი გამაფრთხილებელი წერილი სახლის დატოვების შესახებ მაიკლმა 2 თებერვალს მიიღო, თუმცა არ შეასრულა. მეორე წერილი კი მას სახლის დატოვებას 15 მარტამდე სთხოვდა, მაგრამ მაიკლი ისევ სახლში დარჩა.
ახლა კი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
მასალის გამოყენების პირობები






