კვირის ბოლო დაძაბული იქნება - რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა
ეს საინტერესოა - 10:03, 24 May, 2018     2793
24-ში მზე-მარსის ზუსტი ტრინი გვექნება. მისი ზეგავლენით გაიზრდება ჩვენი ინიციატივიანობა, აქტიურობა, ეს ორიგინალური იდეების და პროექტების დროა, აგრეთვე თუ რაიმეს სწრაფად მოგვარების აუცილებლობა არსებობს, ამისთვისაც ხელსაყრელი პერიოდია. კარგი დრო დაუდგათ პოლიტიკოსებს, ლიდერის ტიპის, აქტიურ ადამიანებს. ამის შესახება სტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.


მითუმეტეს რომ 22ში ჩართული მაისს იუპიტერის ტრინი ნეპტუნთან, 24-25 მაისს იქნება თავის პიკში, და ეს ხელს შეუწყობს ადამიანებში რწმენის გაძლიერებას. ასევე, შეიძლება, რომ სწორედ ამ ასპექტის წყალობით თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთულ მომენტში გამოჩნდნენ კეთილი და გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც გაჭირვებიდან გიხსნიან, რჩევას მოგცემენ, დაგეხმარებიან.
კიდევ ერთი დადებითი ასპექტი 25ში მერკური პლუტონს ტრინია. რომელიც 27 რიცხვამდე გავლენას შეინარჩუნებს, თუმცა შაბათიდან უკვე საგრძნობლად დასუსტებული იქნება. ამ ჰარმონიული ასპექტების ზეგავლენით ადამიანებს საშუალება მიეცემათ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება ახლობელი ადამიანების, მაგალითად საკუთარი და-ძმის მიმართ. განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ასაკით უმცროსია. ეს ასევე შეიძლება იყოს პიროვნება თქვენი სამეზობლოდან.

კვირის დასაწყისისგან განსხვავებით, აი, ეს დღეები უკვე ნამდვილად ხელსაყრელი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისათვის, სწავლაში ახალ საფეხურზე გადასვლისათვის, მოლაპარაკებების საწარმოებლად, დოკუმენტებთან , ხელშეკრულებებთან სამუშაოდ. ცვლილებებს ექნებათ კეთილისმყოფელი ზეგავლენა. ის ასევე ხელს შეგვიწყობს ჩვენს გონებას მაქსიმალური კონცენტრაცია გავუკეთოთ და ისეთ რთულ ინტელექტუალურ ამოცანებსაც კი შევეჭიდოთ, რომელთა დაძლევაც წარსულში წარმოუდგენლად მძიმე გვეჩვენებოდა, ვთქვათ სადისერტაციო შრომის, ან რაიმე სამეცნიერო კვლევის წერას ჩავუსხდეთ. ამოვხსნათ რაღაც თავსატეხი, გავერკვეთ აწეწილი საქმის ლაბირინთებში, ფარდა ავხადოთ რაღაც დაფარულს, საიდუმლოს- გნებავთ მისტიკურს და გნებავთ კრიმინალურს...

კვირის ბოლო აკორდი, სამწუხაროდ დაძაბულია-ვენერასა და სატურნის ზუსტი ოპოზიციის მუშა პერიოდი 24-29 მაისია, თუმცა ყველაზე აქტიური გამოვლენა, რასაკვირველია მაინც 26 რიცხვის ჩათვლით ექნება, ანუ იქამდე ვიდრე ზუსტი გახდებოდეს და დაშლაზე წავიდოდეს.

ამ ასპექტს შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული შეზღუდვები ფინანსებში, გაუთვალისწინებელი დანახარჯები და ზოგ შემთხვევაში მატერიალური ზარალიც კი. მაგრამ არ გირჩევთ რომ ამ პერიოდში უფროსობას მიმართოთ ავანსის გაცემის თაობაზე, მათი მხრიდან თქვენი თხოვნა უკეთეს შემთხვევაში ძალზე ცივად იქნება მიღებული. არასასურველი დროა ასევე ბანკიდან კრედიტის ასაღებადაც.

ეს ასპექტი ხშირად იწვევს ქონებრივ დავებსაც, რაც ადრე მიღწეული შეთანხმებების თუ ხელშეკრულებების გადასინჯვით შეიძლება დამთავრდეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც საჭადრაკო ალეგორიას თუ მოვიშველიებთ შეიძლება სიტუაცია ასეც გადმოიცეს'' შავები იწყებენ, მაგრამ აგებენ''. ანუ იზარალებს ის მხარე,რომელიც პირველი წამოიწყებს დავას ...საერთოდაც ეს პერიოდი არახელსაყრელია ნებისმიერი ფინანსური წამოწყებებისათვის ან რაიმე ცვლილებების გასატარებლად.უმჯობესია გააგრძელოთ ტრადიციული სქემებით მოქმედება.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს- სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა სიცივე იგრძნოთ, პარტნიორის გაიდიალებას და ვნებების ცეცხლს დააკლდება სიმძაფრე და პრაგმატულობას დაუთმობს ადგილს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ - ეს დროებითი მოვლენაა და მაქსიმუმ 29 მაისამდე გაგრძელდება - ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42