ტელეკომპანია "იმედი" ირწმუნება, რომ ნარკორეალიზატორობის ბრალდებით დაკავებულების საქმეში არსებულ ვიდეო-მტკიცებულებები მოიპოვა.
ტელეკომპანიის მტკიცებით ჩანაწერებში ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილი ფიგურირებს.
უფრო კონკრეტულად, კაფე გალერის დაცვის უფროსი, "გალერის" დირეატორს ესაუბრება და ამბობს, რომ "ბასიანში" 2 ადამიანი დაიღუპა.
"ორი გოგო დაღუპულა ბასიანზე" - ეუბნება ჟამუტაშვილი კაფე გალერის დირექტორს, ვიოლეტა ყოლბაიას.
ამავე ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთ გარდაცვლილს "კაფე გალერის" დაცვის უფროსი პირადად იცნობდა.
ფრაგმენტი "იმედის" მიერ გავრცელებული აუდიო-ჩანაეწიდან
ვიქტორ ჟამუტაშვილი: ერთ-ერთი დადიოდა კიდეც "გალერიში"... მაგათ დახურავენ, როგორ შეიძლება მაგათი... ფუ... იმით...იმით სისხლი შედედებიათ და საავადმყოფოში ვერავისთვის ვერაფერი უშველიათ.
ვიქტორია ყოლბაია: კიდე კარგი ჩვენთან არ არის ეგ...
ვიქტორ ჟამუტაშვილი: არა, დედას მო...ნავ ვინმემ რომ გააძროს ეგ. მოვაკლავ ზედ...
"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძვნებელი კი აღმიშნავს, რომ ჩანაწერში "გალერის" თანამშრომლები ცრუობენ. ტატო გეთის თქმით კლუბის ტერიტორიაზე არავინ, არასდროს გარდაცვლილა.
მასალის გამოყენების პირობები






