ქვაში გაცოცხლებული მარადიული სიყვარული - თაჯ-მაჰალი, რომელიც შაჰმა საყვარელ ქალის ხსოვნას მიუძღვნა
ეს საინტერესოა - 16:57, 23 May, 2018     5806

მარადიული სიყვარული? სკეპტიკურად აიჩეჩავთ მხრებს, აქაოდა, აღარაფერი დარჩა მარადიული ჩვენს შეშლილ და ცინიკურ სამყაროშიო. თუმცა არის დედამიწაზე ადგილი, რომელიც ყველაზე ღრმა პრაგმატიკოსსაც რომანტიკოსად აქცევს: თაჯ–მაჰალი – იმ სიყვარლის თეთრი ძეგლი, რომელიც ვერც ადამიანმა დაანგრია და ვერც სიკვდილმა.შეყვარებულის სამოთხე

ყველა, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ეს ჯადოსნური ადგილი, ერთხმად აცხადებს, რომ ორიგინალი ფოტოასლებისგან სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფოტოს შეუძლია სილამაზის და არქიტექტურული ფორმების ჰარმონია, საოცრად სუფთა ფერები და მავზოლეუმის სიმსუბუქე გადმოგვცეს. მაგრამ სიყვარულის იმ უხილავ ატმოსფეროს, რომლითაც ეს მონუმენტური ნაგებობა სუნთქავს, როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა მართლა ხედავ თაჯ–მაჰალს. ტყუილად კი არ უწოდებენ სიყვარულის ჰიმნს – დიდი გრძნობის სამახსოვროდ იქმნებოდა, ამიტომ, ყველანაირი კანონის საპირისპიროდ, ამაღლებული, სუფთა და მშვენიერი ჩანს.


აგების ისტორია
1653 წელს დიდი მონღოლების სახელგანთქმული მმართველის შაჰ–ჯაჰანის ბრძანებით აშენდა. 20 წლის მანძილზე 20 ათას მუშაზე მეტი ქვას ქვაზე ადებდა მუხლჩაუხრელად. სოფლიო საოცრებებს იმის გამო მაინც მიეკუთვნება, რომ მის ასაგებად მთელი მსოფლიოდან ეზიდებოდნენ ძვირფას ქვებს და ძვირადღირებულ მასალას: ინდოეთის საუკეთესო ქვის სამტეხლოებიდან თეთრი მარმარილო მოჰქონდათ, ჩინეთიდან – ლაჟვარდოვანი ცის მსგავს ფირუზს, ბაღდადიდან – სერდოლიკს, რუსეთიდან – მალაქიტს, სიამიდან – ღამის წყვდიადივით შავ საფირონებსა და სისხლივით წითელ ლალს.

პროექტი თავად შაჰს გაუკეთებია და ჩანაფიქრის მასშტაბურობით გარშემომყოფები გაუოცებია. თურმე ამბობდა, თაჯ–მაჰალი დედამიწის სამოთხე იქნებაო. ეს ერთგვარად სიმართლეც იყო: ადგილი, სადაც მისი საყვარელი ქალი მუმთაზ–მაჰალი განისვენებდა. შაჰ–ჯაჰანისთვის მართლა სამოთხე იყო.

სიყვარული, რომელიც ტაძარს ჰგავს
უამრავი რომანტიკული ლეგენდა არსებობს იმის თაობაზე, როგორ შეხვდა ნორჩი უფლისწული კჰურამი (სახელი შაჰ–ჯანი მხოლოდ მაშინ დაერქვა, როცა სრულუფლებიანი მმართველი გახდა) თავის არჯუმანად ბანუ ბეგამს. მაგრამ სინამდვილეში ის უფლისწულის ბიძაშვილი იყო და ადრეული ბავშვობიდან იცნობდა.

მართლაც, ძალიან ადრე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სანამ დაქორწინდებოდნენ, ადამიანებისა და ბედისგან მომზადებული უამრავი განსაცდელის დაძლევა ელოდათ. ჯერ იყო და პოლიტიკური მოსაზრებებით ახალგაზრდა უფლისწულმა სპარსეთის პრინცესაზე იქორწინა. მერე ქალმა გაიგო, რომ ქმარს ვნებიანად და მთელი გულით სხვა ქალი უყვარდა.თვითმხილველების ცნობებს დავუჯერებთ, იმედგაცრუებულ და მოტყუებულ დედოფალს არაერთხელ უცდია ქმრის ოცნების ქალის მოწამვლა, რომელიც სასახლეშივე ცხოვრობდა. "მუმთაზ–მაჰალი" (სასახლის სამშვენისი) კჰურამის მამას შეურქმევია. არჯუმანადი მართლა განთქმული იყო სილამაზით, ბევრი ნატრობდა მის ცოლობას. კჰურამი უყვარდა, ბიძაშვილზე გათხოვება შეეძლო, მაგრამ დაბრკოლება ასტროლოგების მითითება იყო, რომელსაც არავინ ღალატობდა. მხოლოდ მაშინ შეძლეს დაქორწინება, როცა 20 წელი შეუსრულდათ. ჰარემის აღშფოთებისა და სპარსი პრინცესის ცდების მიუხედავად, შაჰ–ჯაჰანს მხოლოდ ერთი ქალი უყვარდა. მუმთაზ–მაჰალი ყოველ წელს ვაჟიშვილს ან ქალიშვილს ჩუქნიდა მეუღლეს. მაგრამ მეთოთხმეტე ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა. უბედურებით შეძრული და შეშლილი შაჰი ერთ ღამეში გაჭაღარავდა.

ქვეყანა, მმართველთან ერთად, თვეების განმავლობაში გლოვობდა დანაკარგს. ზოგი წყაროს მიხედვით, შაჰ–ჯაჰანმა თავის მოკვლაც სცადა. მაგრამ მალე ნუგეში იპოვა – მუმთაზ-მაჰალის სახელზე მშენებლობა წამოიწყო და განიზრახა, დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდებული, გამაოგნებელი და განუმეორებელი ნაგებობა შეექმნა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42