მეგანის საქორწილო თაიგულში ტრადიციულად გამოყენებული იყო მირტის ბუჩქის ყვავილები, რომელიც პირველად დედოფალმა ვიქტორიამ გამოიყენა და მას შემდეგ სამეფო საქორწილო თაიგულების მთავარი შემადგენელი ნაწილია, რადგან ის, სიყვარულისა და ქორწილის სიმბოლოდ იქცა.
მეგანმა ასევე თეთრი კესანები გამოიყენა, რომელიც ჰარის დედის , პრინცესა დაიანას საყვარელი ყვავილია და ამ ჟესტით წყვილმა დაიანას ხსოვნას მიაგო პატივი.
კესანებისა და მისრტის გარდა, თაიგულში სხვა ყვავილებიც იყო გამოყენებული.
დიანტუსი, შროშანი, ასელი, ჟასმინი, ასტრანტია - ეს ყვავილებია, პრინცმა ჰარიმ სპეციალურად მეგანის თაიგულისთვის დაკრიფა კენსინგტონის სასახლეში.
ტრადიციისამებრ, მეგანის საქორწილო თაიგულმა ადგილი უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დაიკავა, ქორწილში გამოყენებული სხვა ყვავილები კი ჰარიმ და მეგანმა ლონდონის ერთ-ერთი ჰოსპისის მაცხოვრებლებს გაუგზავნეს.


მასალის გამოყენების პირობები






