"ჩვენ საკმაოდ ცუდი სისტემა გვაქვს და ძირითადად იმიტომ, რომ ამჟამინდელი სისტემა საბჭოთა მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული. ჩვენი ციხეების თითქმის ნახევარი ძველ შენობაშია, უმრავლესობა მათგანი ბარაკული ტიპის ყაზარმებისგან შედგება, სადაც 300-400 პატიმარია განთავსებული და დიდი ეზოსგან, სადაც ათასზე მეტი პატიმარი ერთდროულად გაჰყავთ სასეირნოდ. ციხის ტერიტორია 3-5 ჰექტარისგან შედგება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იმის გაკონტროლება, თუ რა ხდება იქ.
ჩვენი პრიორიტეტი ამ სისტემის ჰუმანიზაციაა, რადგან იქ აღარ იყოს წამებისა და ცემის ფაქტები, პატიმრებს კი უკეთესი საკვები და სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ, რომელიც ახლა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მომდევნო ნაბიჯი C ჰეპატიტის წინაღმდეგ ბრძოლაა – პატიმართა 17 პროცენტზე მეტს ეს დაავადება აქვს. რა თქმა უნდა, მკურნალობა უფასო იქნება. ჩვენ ასევე წარმატებით, ევროპული სტანდარტებით შევებრძოლეთ ციხეებსა და საგამოძიებო იზოლატორებში ტუბერკულოზს", - აცხადებს მინისტრი გამოცემასთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






