ირაკლი ალასანია გერმანიაში ქართველი სამხედროების მომზადების პროცესს დაესწრო
საზოგადოება - 11:13, 14 Aug, 2013     596

ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა "ჰოჰენფელსზე" იმყოფებოდა. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAF-ის მისიისთვის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნები მიმდინარეობს.


"ჰოჰენფელსის" საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან.


სასწავლო ვითარება ავღანეთში არსებულ გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას და ავღანეთში ყოფნისას საჭირო სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეგუებიან იმ გარემოს, სადაც სამშვიდობო მისიის შესრულება მოუწევთ.


„ჰოჰენფელსი“-ში მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებენ მისიას. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იქნება. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად მენახა, როგორ ემზადებიან ჩვენი ბიჭები ავღანეთისთვის. წვრთნები პრაქტიკულად მიახლოებულია რეალობას, საფრთხეებიც და ის გარემოც, რომელიც მათ დახვდებათ ავღანეთში.

 

სწორედ ამაზე არის გათვლილი ეს მეცადინეობები. მაღალი შეფასებებია ამერიკელი და ჩვენი სამხედროების მხრიდან, თუ როგორია მომზადების დონე. საბოლოო შეფასება თვის ბოლოს იქნება და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს ბიჭებს აქვთ სრული შესაძლებლობა მოემზადონ საკუთარი მისიის ბოლომდე შესასრულებლად. ჩვენც, თავდაცვის სამინისტრო, მთელი მთავრობა მხარს უჭერს მათ.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.

 


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს გენერალ ლეიტენანტ დონალდ კემპბელს შეხვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42