გამოცემა Guardian წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ვიზის გასაგრძელებლად რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს თავისი შემოსავლების კანონიერების დადასტურენა მოუწევს. ბრიტანეთის მთავრობამ უკვე მიანიშნა ამ საკითხზე, როდესაც განაცხადა, რომ ვიზა Tier 1-ის განმეორებით აღებისთვის ასევე იმოქმედებს ის გართულებული პროცედურები, რომელიც მისი პირველად გასაცემად არის საჭირო. მართალია, მთავრობაში პირდაპირ არ დაუსახელებიათ ოლიგარქის გვარი, მაგრამ ეს თავისტავად იგულისხმებოდა.
აბრამმოვიჩს აპრილამდე Tier 1 Investor ვიზა ჰქონდა, რომელიც ეძლევა იმ პირს, რომელსაც ბრიტანეთის ეკონომიკაში 2,7 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული. ამ ვიზის მმომთხოვნს, დამატებით 16 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში სუპერპრემიალური მომსახურება ეკუთვნის და ამის შესახებ გადაწყვეტილება 24 საათში უნდა გამოქვეყნდეს.
ამჟამად დიდი ბრიტანეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ბრიტანეთის მთავრობას შეუძლია მოსთხოვოს აპლიკანტს თავისი შემოსავლების კანონიერების დადასტურება. ამ წესის შემოღების შემდეგ, კულუარული ინფორმაციით Tier 1 Investor-ის ვიზის მფლობელთა რაოდენობა 84%-ით შემცირდა. აღნიშნული ჯერჯერობით არ ეხებოდა მათ, ვისზეც ვიზა განმეორებით გაიცემოდა, თუმცა, სკრიპალების საქმის შემდეგ ბრიტანეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა წესები და სავარაუდოდ, აბრამოვიჩი იქნება პირველი, ვისაც ეს შეეხება.
ზოგადად ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს გადახედოს 700 რუსი მილიონერის ვიზებს.
მასალის გამოყენების პირობები






