მეწარმეებს, რომლებსაც ნედლეულის ტრანსპორტირება სჭირდებათ, პოლიცია "კრიშას" სთავაზობს
საზოგადოება - 00:12, 14 Aug, 2013     2010

 

სამეგრელოში რეგისტრირებული მსხვილი მეწარმე, რომელიც "ნიუპოსტს" პირადად დაუკავშირდა, ამბობს, რომ უბნის რწმუნებული დაუკავშირდა და უთხრა, რომ პოლიციაში აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო, ხოლო პოლიციაში გამოცხადების შემდეგ მას ე.წ. "ღამის გამცილებლების" სახით პოლიციელთა ჯგუფის გამოყოფა შესთავაზეს, რომლებიც შესყიდული ნედლეულის (მეწარმის იდენტიფიცირების თავიდან არიდების მიზნით ნედლეულის სახეობას რედაქცია არ ასახელებს) უსაფრთხო გადატანას უზრუნველყოფდნენ:

 

"მითხრეს, რომ მარშრუტი წინასწარ შემეთანხმებინა და მეცნობებინა, ხოლო იმ დროს, როცა დიდი რაოდენობის ნედლეულის შესასყიდად ან ტრანსპორტირებისთვის წავიდოდით, პოლიციელთა ჯგუფს გამომაყოლებდნენ, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავდა წინა და უკანა გზაზე", - უთხრა "ნიუპოსტს" მსხვილმა მეწარმემ.

 

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში მოქმედი მსხვილი დამამზადებლები სხვადასხვა სოფლებში, მოსახლეობისგან ნედლეულის შესასყიდად ადგილზე გადიან და თანხას ნაღდი ფულის სახით იხდიან. უმეტეს შემთხვევაში, ნედლეულით დატვირთული მანქანები ქარხანაში ან საამქროში ღამის საათებში ბრუნდებიან. როგორც მეწარმე ამბობს, არც პირადად მას, არც მის სფეროში დასაქმებულ სხვა მეწარმეებს ბოლო 9 წლის განმავლობაში არც პრობლემა შექმნიათ და არც დამატებით უსაფრთხოებაზე უფიქრიათ:

 

"ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პოლიციაში, როცა ამ შემოთავაზების შემდეგ ჩემი გაკვირვებული სახე დაინახეს, დამნაშავესავით მითხრეს: "რა ვქნათ, ამდენი ქურდი და ავაზაკი გამოუშვეს ციხიდან", - ამბობს მეწარმე.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღამის გამცილებლის ინსტიტუტი, ანუ "კრიშა" ედუარდ შევარდნაძის დროინდელ პოლიციაში გავრცელებული "მომსახურება" იყო, რომლის შეძენა მეწარმეს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა.

 

ამის მიუხედავად, ხშირი იყო ყაჩაღობის იმიტაციაც, როცა რამდენიმე თავდამსხმელი, რომელმაც პოლიციელებისგან წინასწარ იცოდა მარშრუტიც და იმ თანხის სავარაუდო ოდენობაც, რომელიც იმ დროისთვის მეწარმეს ჰქონდა, თავდასხმის ინსცენირების შედეგად იარაღს "ართმევდა" პოლიციელებს, მეწარმეების კუთვნილ თანხას იტაცებდა და უჩინარდებოდა.

 

ხშირი იყო დაჭრისა და მკვლელობის ფაქტებიც. როგორც წესი, ამგვარ დანაშაულთა უმრავლესობა გაუხსნელი რჩებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42