თურქმენეთში პოლიცია იმ ხალხს ეძებს, ვინც ტრ..ს პრეზიდენტის პორტრეტით იწმენდს
მსოფლიო - 16:17, 22 May, 2018     3023
თურქმენეთში, ბალკანის ველაიათის ქალაქ გუმდაგში, რაიონულმა პოლიციამ იმ პირების გამოვლენა დაიწყო, რომლებიც საპირფარეშოებში ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, გაზეთებს იყენებენ, რომლებშიც პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ფოტოებია. ასეთი ბრძანება სამართალდამცავებმა შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მიიღეს.


სამართალდამცავები ამოწმებენ კერძო საპირფარეშოებს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირს, რომელიც ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად პრეზიდენტის ფოტოიან გაზეთს გამოიყენებს, პირველ ჯერზე გააფრთხილებენ. აღნიშნული გაფრთხილება უკვე ბევრმა მიიღო, რადგან ეკონომიკური მდგომარეობის გამო თურქმენები ტუალეტის ქაღალდზე ეკონომიას აკეთებენ და შესაბამისი ფუნქციით, გაზეთებს იყენებენ. გარდა ტუალეტისა სამართალდამცავებს ნაგვის შემოწმებაც ევალებათ, მათ სახლებთან არსებული ნაგვის რნები უნდა შეამოწმონ და იქ პრეზიდენტის სურათიანი გაზეთის აღოჩენისას, უნდა დაადგინონ ნაგვის „მფლობელის“ ვინაობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატარონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქმენეთის პოლიცია, მსგავს შემოწმებებს ატარებს. როგორც „რადიო თავისუფლების“ თურქმენეთის ფილიალი იუწყება, გასულ თვეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სკოლის ტუალეტში პრეზიდენტის ფოტოებიანი გაზეთი აღმოაჩინეს, ამ ფაქტის შემდეგ კი პოლიციამ საცხოვრებელი სახლების სპონტანური შემოწმებებიც დაიწყო.

სავარაუდოდ, გაზეთების ტუალეტის ქაღალდის ფუნქციით შეიძლება გამოყენებული იქნას მას შემდეგ, რაც მათგან გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ფოტოების ამოჭრა მოხდება. სხვათა შორის, ასეთი დავალება მიიღეს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლებმა- შეეკრიბათ გაზეთიდან ამოჭრილი ფოტეოები და ისინი სპეციალურ ალბომში ჩაეკრათ. ხელისფლებამ ისინი გააფრთხილა, რომ ალბომებს წლის ბოლოს გადაამოწმებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42