,,2017 წელს, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარი გახდა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის განსაკუთრებული ზრდა - 43 % დაფიქსირდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე საჰაერო ხომალდი დააყენა. ამ დღესთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ორიგინალური ტორტი წარმოადგინა - ვიზეარის ორი ბაზირებული თვითმფრინავით და აეროპორტის ტერმინალით, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორმა იოჰან ეიდჰაგენმა გაჭრეს,-‘’ნათქვამია anna.aero-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიაში, ასევე ნათქვამია, რომ ზაფხულიდან Wizz air ავიარეისებს ბუქარესტი ქუთაისის, ხოლო ნოემბრიდან ვენა-ქუთაისის მიმართულებებით შეასრულებს საერთო ჯამში ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






