რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 მაისამდე - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 10:16, 22 May, 2018     2803
21 მაისს 17:15 წუთზე მზემ დატოვა კუროს ზოდიაქო და ტყუპების ნიშანში გადავიდა, რასაც რაღათქმაუნდა ვულოცავთ ყველა მზით ტყუპს. მათთვის ცხოვრების ახალი, 1 წლიანი ციკლი იწყება. აქვე ავღნიშნოთ რომ მზე ტყუპებში მთელი 1 თვე მოძრავებს. ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს.
ეს ძალზე კარგი პერიოდია ინტელექტუალური საქმეების განვითარებისათვის. გონება ძალიან გამახვილებულია, ინფორმაციის ათვისება ხდება ძალზე იოლად და სწრაფად. ბევრი რამ რისი ათვისებაც აქამდე რთულად გვეჩვენებოდა, ახლა მარტივად გასაგები ხდება. ამიტომ თუ რაიმე ტიპის სასწავლო პროცესში ჩართვას აპირებთ, სწორედ რომ შესაფერისი დრო იქნება საამისოდ. განსაკუთრებით კი თუ აღმავალ პერიოდსაც დაამთხვევთ. ანუ 28 რიცხვის ჩათვლით.
ამ პერიოდში მხოლოდ ტყუპებს როდი გაუმართლებთ, აღმასვლას იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჰაერის ან ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან.
ეს ასევე მშვენიერი დროა ყველასთვის, ვინც მერკურიანული საქმიანობით არის დაკავებული. ანუ გამართლებები ელით მწერლებს, ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს ვინც კომერციაშია. აგრეთვე საშუამავლო ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს.
20-26 მაისის პერიოდში მერკური სექსტილშია ნეპტუნთან და ოპოზიციაში იუპიტერთან. ეს ასპექტები პიკს 23-ში აღწევენ.
მერკურისა და ნეპტუნის სექსტილი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას უწყობს ხოლმე ხელს. აგრეთვე ინტუიციას გაამძაფრებს და შესანიშნავი მიგნებების გაკეთებაში დაგვეხმარება. თუმცა მეორეს მხრივ ცოტა არ იყოს გაფანტულობა და დაბნეულობაც შეუძლია რომ შემოიტანოს ჩვენში. მისი ''წყალობით''. შესაძლოა ჩვენი სიტყვები ვინმესთვის ცოტა ბუნდოვნად, გაურკვევლად ან ორაზროვნად ჟღერდეს. ასეთ დროს გვავიწყდება ხოლმე სად რა დავდეთ, კალამი, გასაღები, საბუთები. შესაძლოა გზებზე მცირე ორიენტაციის დაკარგვაც და ერთი შესახვევის მაგივრად მეორეში გადახვევა. თუმცა ვინაიდან ასპექტი ჰარმონიულია, ყველაფერი მალევე დგება ხოლმდე თავის კალაპოტში- გზასაც ვპოულობთ და ნივთებსაც მალევე აღმოვაჩენთ ხოლმე.
მეორეს მხრივ, როგორც ვახსენე ამავე დღეს მერკური ნეგატიურ ასპექტშია იუპიტერთან, ესეც გამოიწვევ ხელისშეშლას მგზავრობაში, ასევე დოკუმენტების გაფორმებაში, მითუმეტეს უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე კომუნიკაცაში, განსაკუთრებით და-ძმასთან ან მეზობლებთან. შესაძლოა მოლოდნელი დაუპატიჟებელი სტუმრის წვევა. ასევე არაა გამორიცხული არასასიამოვნო ამბის შეტყობა, ან სახელმწიფო ორგანოებთან დაპირისპირება. ოპოზიცია ყოველთვის რთული არჩევანის წინაშე გვაყენებს , ამიტომ ამისთანა დღეებში ჯობს, ჩვეული საქმიანობით დავკავდეთ და გრანდიოზული გეგმები მომავლისთვის გადავდოთ - ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42