ონისე გერგედავა სასამართლოში ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად იყო მისული და მას შემდეგ დააკავეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან სიტყვიერი პაექრობის შემდეგ ერთერთი მონაწილის მხრიდან ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას ადეკვატურად უპასუხა.
"არავისთან ფიზიკური წინააღმდეგობა არ მქონია, ანი ნადარეიშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მე გადავეფარე", - განაცხადა ონისე გერგედავამ, ანი ნადარეიშვილის თქმით კი საპროტესტო აქციის მონაწილეები სასამართლოს შენობასთან დილით მასზე ადრე მივიდნენ, რაც მიანიშნებს, რომ ისინი პროვოკაციისთვის ემზადებოდნენ:
"მე მეამაყება, რომ ვარ ბაჩო ახალაიას მეუღლე და რომ ასეთი ადამიანებისგან, როგორებიც ესენი არიან, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მწყინს. თუ სასამართლო აინტერესებდათ, შემობრძანებულიყვნენ სასამართლოზე და გაეგოთ, ვინ არის ბაჩო ახალაია", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის: ონისე გერგედავა საზოგადოებამ ე.წ. თაფლის აქციებით გაიცნო: ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად ის სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებასთან 2013 წლის მარტში პროტესტს ტანზე თაფლის წასმით გამოხატავდა.
შენიშვნა: "ნეტგაზეთის" ვიდეომასალა.
მასალის გამოყენების პირობები






