რა ელის დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს ელისაბედ II-ის სიკვდილის შემდეგ
ეს საინტერესოა - 18:09, 21 May, 2018     19838
უცნობი არავისთვისაა, რომ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ყველაზე დიდი ხანია მონარქის ტახტზე ელისაბედ II იმყოფება. დედოფალი 92 წლისაა და 66 წელია დიდი ბრიტანეთის მთავარი მონარქია.


წარმოიდგინეთ, ჩვენი და ჩვენი მშობლების, მათი მშობლების დაბადებისასაც კი, ელისაბედ II დედოფალი იყო და ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ ის მუდმივად დედოფალი იქნება. მაგრამ იცით, რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ?




1. 12-დღიანი გლოვა

როგორც კი გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლები დედოფლის გარდაცვალების შესახებ შეიტყობენ, ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდება, გლოვა დაიწყება და მინიმუ 12 დღე გაგრძელდება.

2. მილიარდიანი დანაკარგები

გლოვაში იქნება აბსოლუტურად ყველა. მაგრამ პირველ რიგში ფუნქციონირებას ლონდონის საფონდო ბირჟა შეწყვეტს. ჩვენს რეალობაში კი სადაც დრო ფულია, ეს უდიდესი ფინანსური დანაკარგი იქნება. ფაქტობრივად, დიდი ბრიტანეთი მილიარდობით გირვანქა სტერლინგს დაკარგავს. რადგან ლონდონი მსოფლიოს ერთ-რთი ფინანსური ცენტრია, მისი ზარალი სხვა ქვეყნებზეც ნეგატიურად აისახება.

3. RATS საიდუმლო პროტოკოლის გაქტიურება

დედოფლის გარდაცვალების შესახებ შეატყობინებენ იმ ქვეყნის მთავრობებს, რომლებსაც ის მართავდა, და თანამეგობრობის წევრი-ქვეყნის წარმომადგენლობებს, რომლებისთვისაც ბრიტანელი მონარქი სიმბოლური ფიგურა იყო. ამიტომ მონარქის გარდაცვალების შესახებ ახალი ამბავი გრიფით „სასწრაფო“ გადაეგზავნება ბრიტანეთის „პრესის ასოციაციის“ სააგენტოს და მსოფლიო მასშტაბის ყველა მედიასაშუალებას.

4. გამოქვეყნდება წინასწარ გამზადებული ნეკროლოგი


დიდ გამოცემებს უკვე მზად აქვს ტექსტი და ადგილი დედოფლის ნეკროლოგისთვის. მათ მცირე დეტალების ჩასწორება მოუწევთ.

5. მთელი მსოფლიო მიესალმება ახალ მონარქს

ტრადიციისამებს, ბრიტანეთში ძალაუფლება ავტომატურად გადადის მემკვიდრეზე. ამიტომაც, გლოვის დღეს სამეფო დროშა არ დაეშვება. ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე, გაერთიანებულ სამეფოს ახალი მმართველი ეყოლება. ის 68 წლის ჩარლზი იქნება, უელსის პრინცი, ელისაბედ მეორის შვილი.

6. დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ახალ მონარქს ერთგულებას შეჰფიცებს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყველა წევრი ვალდებულია , სპეციალურ ცერემონიაზე ახალი მონარქის წინაშე ერთგულების ფიცი დადოს. ამისთვის პარლამენტარებს რამდენიმე დღე აქვთ. უარის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს სესიებზე დასწრებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის უფლება, ასევე ხელფასი ჩამოერთმევა.

7. შეიცვლება დიდი ბრიტანეთის ჰიმნი

დღეს, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნი იწყება სიტყვებით - „ღმერთო, დაიფარე დედოფალი,“ მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტექსტი შეიცვლება და იქნება „ღმერთო, დაიფარე მეფე.“ ასევე გამოვა ახალი ბანკნოტები პრინცი ჩარლზის გამოსახულებით, განახლდება სამხედრო სიმბოლიკები, პოლიციელების ჩაფხუტებზე ახალი წარწერები გამოჩნდება.

8. უელსის პრინცესას ტიტული სადავო გახდება

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა , უელსის პრინცესას ტიტული შესაძლოა, ვერ მიიღოს. განსხვავებით მისი მეუღლისგან, რომელიც ავტომატურად გახდება ტახტის პრეტენდენტი და ახალი ტიტულის, უელსის პრინცის მფლობელი. და რადგანაც ბრიტანელის „გულების დედოფალი“ პრინცესა დაიანა ასოცირდება ამ ტიტულთან, ქეითს ურჩევენ, ამ ტიტულზე უარი თქვას.

9. საყოველთაო დამშვიდობება დედოფალთან

ყველას შეეძლება დედოფალს პატივი მიაგოს ბუკინგემის სასახლეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42