აბჯრიანი რაინდის ვინაობა ცნობილია - გერმანული პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდი “ჰოლსტენი” უკვე საქართველოშია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:21, 21 May, 2018     4137
სს „ქართული ლუდის კომპანია“ პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის “ჰოლსტენის” წარმოებას იწყებს.

„რაინდი H რომელი ქვეყნის სხვადადხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა, პრემიუმ ლუდი ჰოლსტენის მარკეტინგული კამპანიის ნაწილია. რაინდის ვიზუალი ლუდის ლოგოს ანალოგია. ამით იმის თქმა გვსურდა რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული პრემიუმ ლუდი უკვე საქარათველოშია და ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რაინდი H-მა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ის ყოველთვის იქ იყო სადაც ქვეყნისათვის აქტუალური თემა იყო, ეს იყო საერო დღესასწაული, მუსიკალური ფესტივალი თუ სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენა. ლუდი ჰოლსტენიც სწორედ ესე იქნება ყველგან სადაც ხალხია. მიუხედავად იმისა რომ მთავარ კითხვას თუ ვინ არის რაინდი H პასუხი გაეცა, ამით კამპანია არ დასრულებულა, ის კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება საზოგადოებისთვის საინტერესო ადგილას.“ - აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე. რაც შეეხება ლუდს დღეიდან ის ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 0.5 შუშისა და ქილის და 1 და 2.5 ლიტრიან შეფუთვებში.

"ლუდის ნამდვილი მოყვარულები, ჩვენი კომპანისგან მუდმივად ელიან სიახლეებს. სიახლე რომელსაც ჩვენ დღეს მათ ვთავაზობთ, ნამდვილად იმსახურებს ოვაციებს. გერმანული პრემიუმ ბრენდი ჰოლსტენი დღეიდან მათი საკუთრებაა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, ყველა ლუდის მოყვარულის ცხოვრებაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე სიახლეს გამოიტანს ბაზარზე", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.

აღსანიშნავია, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ და მისი ბრენდი მსოფლიო ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტის „კარლსბერგის“ ჯგუფის წევრია, რომლის მსოფლიო ბაზრის სამომხმარებლო წილი ასე გამოიყურება: დასავლეთ ევროპა (47%), აღმოსავლეთ ევროპა (31%) და აზია (27%).

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლუდსახარში „ჰოლსტენი“ გერმანიის ქალაქ ჰამბურგის გულში 1879 წელს დაარსდა. სახელწოდება „ჰოლსტენი“ ერთ-ერთი ნორდიკული ტომის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ დღევანდელი ჰამბურგის ტერიტორიაზე სახლობდა. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში ჰოლსტენის ტომი აღწერილია, როგორც თავისუფლების მოყვარული, ძლიერი, მხნე ხასიათისა და სტუმარმასპინძლობით გამორჩეული ტომი.

ლუდი "ჰოლსტენი" პოპულარულია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპასა და აზიის ქვეყნებში. მხოლოდ გერმანიაში მისი სამომხარობლო წილი 11%-ია.

2017 წლის მონაცემებით, "ჰოლსტენის" გაყიდვები გლობალურ ბაზარზე 11.9 მილიონი ჰექტოლიტრია, რაც საქართველოში სხვა გერმანული ლიცენზირებული ლუდების გაყიდვებს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით 91 %-ს აღემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42