ქვიშა-ხრეშზე საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:09, 21 May, 2018     1263

სასარგებლო წიაღისეულის ზოგიერთ სამშენებლო მასალაზე, მაგალითად, ქვიშა-ხრეშზე, საწყისი სალიცენზიო ფასის ოპტიმიზაცია განხორციელდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებმაც აღნიშნულ წიაღისეულზე საწყისი ფასის გაანგარიშების წესის ცვლილების საჭიროება გამოკვეთა.

კვლევების ფარგლებში გაკეთდა ფინანსური ანალიზი, განისაზღვრა სარეალიზაციო პროდუქტის გასაყიდი ფასი, მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მიწოდებისათვის გასაწევი ხარჯები. ცვლილების თანახმად, განახლებული ფორმულის მიხედვით ქვიშა-ხრეშის სააუქციონო ღირებულება 1 კუბურ მეტრზე შეადგენს 67 თეთრს, რაც რელევანტურია ამ სფეროში არსებული საბაზრო მდგომარეობის გათვალისწინებით.

ცვლილებებამდე არსებული ფორმულით, საწყისი სააუქციონო ფასის მიხედვით, ერთი კუბური მეტრი ქვიშა ხრეშის ღირებულება შეადგენდა 14 თეთრს, რაც მის რეალურ სარეალიზაციო ფასთან შედარებით არაადეკვატური იყო.

ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების გათვალისწინებით, დასახელებული რესურსი მეტად მოთხოვნადია და მისი ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ცვლილებებამდე არსებული ფორმულა ადგენდა.

რესურსზე დაბალი ფასი ახდენდა მისი რამდენჯერმე გადაყიდვის პროვოცირებას, რაც უარყოფითად აისახებოდა საბიუჯეტო შემოსულობებზე.

ახალი წესით გაანგარიშებული ფასით უკვე ჩატარდა რამდენიმე აუქციონი. გამოცხადებულ აუქციონებში ლოტების 60%-ზე მეტზე გამოვლინდა გამარჯვებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. განახლებული საწყისი სააუქციონო ფასით გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხები შეადგენს 2 600 000 ლარზე მეტს.

წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დარგში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42