მეთიუ ვაიტეკერი უაღრესად იღბლიანი ადამიანი, რადგან ის დღეს ცოცხლაია და ამას იგი აზიტა მილანიანს უნდა უმადლოდეს, რომელმაც იგი ჩილობაში ცოცხლადდამარხული იპოვა 20 წლის წინ.
20 წლის შემდეგ კი მეთიუ და აზიტა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ერთ-ერთი ტელეპროექტის საშუალებით.
„20 წელია გელი“ - უთხრა პაზიტამ მეთიუს, „ზუსტად ისეთი ხარ, როგორადაც წარმომედგინე, ვფიქრობდი შენს გარეგნობაზე და ყველაფერზე. მადლობა ჩემს ცხოვრებაში რომ შემოხვედი, შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე, ვიცოდი რომ ოდესღაც კვლავ შევხვდებოდით. იმ დღეს როცა შენ შეგხვდი, ჩემი ბედი დაწერე. ჩვენ ღმერთმა შეგვახვედრა“, - დასძინა ქალბატონმა.
აზიტამ მეთიუ 1998 წელს კალიფორნიაში, ალტადენაში ვარჟიშის დროს სირბილისას იპოვა. ახალშობილი ცოცხლად იყო დამარხული და იგი უკვე მომაკვდავი გახლდათ. აზიტა თავის ზაღლებთან ერთად დარბოდა და სწორედ ერთ-ერთმა ოთხფეხა მეგობარმა მიიყვანა აზიტა მეთიუმდე.
„ძაღლმა რაღაცას მიაგნო და ვიფიქრე, რომ მკვდარი ცხოველი იყო, შემდეგ ღრმად ჩავიხედე იმ ჭუჭყში რაც იქ იყო და დავინახე, რომ ბავში იყო, დავიწყე ნაგვის საკუთარი ხელებით ამოჩიჩქვნა და ვიყვირე, დავინახე ლურჯ პირსახოცში გახვეული ჩვილი“
აზიტამ ამის შემდეგ 911-ზე დარეკა, თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო და გამვლელ ბაიკერს სთხოვა დახმარება, რომელიც სასწრაფოდ გაემართა ახლომდებარე პოლიციის შენობისკენ. აზიტა კი ჩვილთან დარჩა.
„ჩემს მაჯას მოეჭიდა და შეწყვიტა ტირილი. ეს ძალიან ემოციური იყო. რომელ ავადმყოფ ადამიანს შეუძლია ასეთი რამის ჩადენა?“, - იხსენებს ქალბატონი.
მეთიუ გადარჩა, თუმცა, აზიტას იგი აღარ უნახავს, არც მეთიუს ბიოლოგიური დედა იქნა ნაპოვნი, იგი გააშვილეს, თუმცა მთიუსთვის თავისი ისტორია ცნობილი არ იყო:
„ერთხელ მანქანაში ჩემმა ნათლიამ მითხრა, ვიცოდი თუ არა ჩემი პოვნის რეალური ისტორია. მან ყველაფერი მიამბო და მას შემდეგ დავიწყე აზიტას ძებნა, ვიპოვე კიდეც“, - იხსენებს მეთიუ.
აზიტა და მეთიუ გეგმავენ ურთიერთობა შეინარჩუნონ.










მასალის გამოყენების პირობები






