"დათოს მკვლელობაში 4 პირი ფიგურირებს, თუ კალანდიას დაიჭერენ, ყველაფერი გაირკვევა"- მოზარდების საქმის სკანდალური გაგრძელება
პოზიცია - 13:02, 21 May, 2018     3291
მოზარდების მკვლელობის სკანდალური დეტალები - მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა პირმა 17 მაისის სასამართლოზე სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა.

„მიუხედავად ბრალდებულის ამ განცხადებისა, ის ორი პირი ვისაც ხელი დაადო და თქვა, რომ ისინიც მონაწილეობდნენ მკვლელობაში პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ბრალდებულის მონაყოლის მიხზედვით, ჩემს შვილს 4-მა პირმა მიაყენა ჭრილობები. დაასახელა მიხეილ კალანდია და კიდევ ერთი არასრულწლოვანი („ნიუპოსტი“ აღნიშნული მოზარდის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს). ანუ გამოდის, რომ მკვლელობაში მონაწილე კიდევ ორი პირი დღეს თავისუფალია“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული ბიჭის მამა მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით იკითხება.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ბრალდებული შეეცადა, მისი საქციელი „შიშით“ აეხსნა და თქვა, რომ ხორავაზე განახლებული კონფლიქტის ინიციატორი დავით სარალიძე იყო.

„კალანდიას თუ მიანიჭებენ ბრალდებულის სტატუსს, მაშინ დარწმუნებული ვარ უფრო მეტ დეტალზე ალაპარაკდება და ყველაფერი გაირკვევა თუმცა მას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მფარველობს და ეს იმ ვიდეო-კადრებითაც დასტურდება, რომელიც შაბათს გავრცელდა. ვითხოვ ის ორი ადამიანიც ჩაჯდეს ციხეში, რომელმაც ჩემს შვილს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. რაც შეეხება ხელშემწყობებს, იმათ ვინც საქმე "შეკერა", მათ ამის შემდეგ მივხედავ“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის მამა „ნიუპოსტმა“ მაშინ ჩაწერა, როცა ის თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა და ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობა მოითხოვა.

ზაზა სარალიძის თქმით, „შაბათის კურიერში“ გასული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42