გაგიკვირდებათ, მაგრამ ბრიტანელი დიეტოლოგები აცხადებენ, რომ ვისაც წონაში დაკლება სურს, აუცილებლ;ად უნდა იფიქროს კვების რაციონში შოკოლადის, ყველისა და ღვინის მოცულობის გაზრდაზე.
კვლევების თანახმად, ბრიტანელების 48%-ს წონის დაკლების მცდელობა აქვს, მაგრამ როგორც ჩანს. სხვადასხვა დიეტა არ მუშაობს, რადგან ბრიტანელები 1980 წელთან შედარებით სამჯერ მეტს "იწონიან". ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები აცხადებენ, რომ წონის დაკლებაში წარუმატებლობის მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ნაწლავებში არსებული მიკრობები. ტიმ სპექტორი, გენეტიკური ეპიდემიოლოგიის პროფესორი, აცხადებს, რომ ჩვენს ნაწლავებში 4 ფუნტი მიკრობია და ისინი სერიოზულ გავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.
Fad დიეტები, რომელიც ძირითადად კალორიულობის კონტროლისა და ზოგიერთი საკვების რაციონიდან სრული ამოღებაზე არიან ორიენტირებულნი, ვერ ეხმარებიან ადამიანებს, რომ წონა ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით დააგდონ, რადგან არ ითვალისწინებენ იმ როლს, რასაც მიკრობები თამაშობენ.
პროფესორი სპექტორი აცხადებს, რომ კალორიულობის კონტროლი შედეგს არ იძლევა, რადგან ერთი სახეობის პროდუქტის კალორიები სხვა გავლენას ახდენენ წონაზე, ვიდრე მეორე პროდუქტის.
პროფესორის განცხადებით, იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელი და ტანადი, კალორიულობის დაცვასა და ამათუი იმ საკვებზე უარის თქმის ნაცვალდ, უნდა მიიღოთ ისეთი საჭმელი, რომელიც თქვენს ორგანიზმში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში "კარგ" მიკრობებს გაამრავლებს და გაამრავალფეროვნებს.
აქვე იგი აცხადებს, რომ შოკოლადი, ყველი, ღვინო სწორედაც რომ ხელს უწყობს ნაწლავებში მიკრობების მრავალფეროვნების გაზრდას. ყველა მათგანი შეიცავს პოლიფენოლებს: ანტიოქსიდანტებს, რომლებიც მიკრობების კვებასა და გამრავლებას უწყობს ხელს. ამასთან, ღვინოსა და შოკოლადის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები, ფლავონოიდები, ანტიანთებით თვისებებსაც ავლენენ.
ყველაფერი ეს ხელს უწყობს ნაწლავებში მიკრობების გამრავლებას, რომლებიც თავის მხრივ თქვენ ფორმასა და წონას გინარჩუნებენ, გიმცირებენ დაავადების რისკს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.
რა თქმა უნდა ამ საკვებისა და სასმელის ზომიერ მიღებაზეა საუბარი, რადგან თქვენს ორგანიზმში არსებული მიკრობებისთვის ნამდვილად არაა სასარგებლო რძე და შაქარი, რომელსაც შოკოლადში ასე ჭარბად შეხვდებით.
მასალის გამოყენების პირობები